"რაც უფრო შორს გაწელავს გახარაის არგადაყენების ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირში"
"რაც უფრო შორს გაწელავს გახარაის არგადაყენების ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირში"
უმრავლესობის უმრავლესობა დღეს ხელს მოაწერდა იმას, რომ გახარია წავიდეს და უმრავლესობის გარკვეული ნაწილი თანახმაა იმაზე, რომ შს მინისტრმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იტვირთოს, - ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. მისი თქმით, უმრავლესობის წევრები ტელეკამერებთან სხვა პოზიციას აფიქსირებენ თუმცა კამერების მიღმა ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ გახარიასთან დაკავშირებით.

"სადამდე მივა ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვების პროცესი და სად ჩანს ფინალი?! ამ პროცესს ფინალი არ აქვს. ეს არის
გამოგონილი პროცესი, გამოგონილია მანამდე, სანამ აქტუალურია, ცხელია 20 ივნისის ტრაგედია. ეს ტრაგედია მსგავსად წინამორბედი ტრაგედიებისა, არ დაკარგავს აქტუალობას, ამიტომ ტყუილად აქვს ხელისუფლებას იმის ილუზია, რომ ეს რამენაირად გაიწოვება. არა, პირიქით, რაც უფრო დიდხანს და რაც უფრო შორს გაწელავს გახარაის არგადაყენების ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მწარედ
მოხვდება ცხვირში. ამიტომ მე არ ველოდები, რომ რაიმე არსებითი იქნება, თუ ივანიშვილმა არ მიიღო გადაწყვეტილება უბრალოდ, პოლიტიკური რეპრესიების ჩატარების. 215 მუხლით, რაც სახელწმიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობს, სამი საქმეა აღძრული. არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ამ ფონზე გახარიას საუბარი ინგა გრიგოლიას გადაცემის შემდეგ, სერიოზულად აღარ უნდა აღვიქვათ. ეს იყო ჯიბრში ჩამდგარი, უტიფარი, შეშინებული ადამიანის საუბარი. მე მაგას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მეტსაც გეტყვით, გახარიას სერიოზულად უმრავლესობაც ვერ აღიქვამს. უმრავლესობის უმრავლესობა დღეს ხელს მოაწერდა იმას, რომ გახარია წავიდეს და უმრავლესობის გარკვეული ნაწილი თანახმაა იმაზე, რომ გახარიამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იტვირთოს. გახარია უნდა წავიდეს და გახარია აუცილებლად წავა"- განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"
24 ივლისი 2019 10:54
არც თქვენ და არც ესენი არ ვაგიან ღმერთს ვთხოვ მოიყვანოს მესამე ძალა საქართველოზე რო ფიქრობდეს მის აღორძინებაზე წადით რა ორივენი ეგებ გამოჩნდეს ნორმანული ამ ქვეყნის მოყვარული ხალხი
igulava
23 ივლისი 2019 15:50
თქვენი დრო წავიდა გიგი, წადით სახლებში
რაც მალე მით უკეთესი!
irma
23 ივლისი 2019 02:03
GETANXMEBI UGULAVA ZALIAN MALE , AMOIRTYAVT CXVIRSHI OCNEBA ROM TQVENTAN KOHABITACIASHI SHEMOVIDA, DA TQVE KI STRASBURGIS SASAMARTLODAN KIDEV BEVR DA UFRO MTAVAR GAMAMTYUNEBEL SAQMES TQVENDAMI, DASKVNAS ELODEBA,QARTVELI XALXI..

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა