"არ ვთვლი, რომ ჩემი განცხადება არ იყო ეთიკური" - რას ამბობს მაია ცქიტიშვილი ბესელიას პირად ცხოვრებაზე გაკეთებულ განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"არ ვთვლი, რომ ჩემი განცხადება არ იყო ეთიკური" - რას ამბობს მაია ცქიტიშვილი ბესელიას პირად ცხოვრებაზე გაკეთებულ განცხადებაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ თვლის, რომ ეკა ბესელიას პირად ცხოვრებაზე გაკეთებული მისი განცხადება არაეთიკური იყო.

როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე მან არაერთი კომენტარი გააკეთა და არ აპირებს დამატებით განმარტების გაკეთებას და პოლემიკაში შესვლას.

"ამ საკითხთან დაკავაშირებით აღარ ვთვლი საჭიროდ, რომ პოლემიკაში უნდა შევიდე ან რამე კომენტარი უნდა გავაკეთო. არ ვთვლი, რომ ჩემი განცხადება არ იყო ეთიკური. მე ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კომენტარი გავაკეთე, ბევრი თვის განმავლობაში და ვთვლი, რომ ყველა კომენტარი საკმაოდ ამომწურავი იყო", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია, რასაც თავად ბესელიამ "მდაბიო" და "სამარცხვინო" უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"