"მე ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსების შემგროვებელი"
"მე ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსების  შემგროვებელი"
ხალვაშს რამდენი ვასესხე, არავის საქმე არ არის, - ამის შესახებ პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებამ, რომ "ვარდების რევოლუცია" მისი დაფინანსებული იყო, გარკვეული "ღლიცინი" გამოიწვია და მას ფინანსების მოსაზიდად არ სჭირდებოდა სახელისუფლებო ბერკეტები.

"შევარდნაძის მაღალჩინოსნებიდან დამწყებული, წვრილფეხობით დამთავრებული რიგები მედგა. მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 ათასი დოლარი მაქვს წამოღებული. სახელისუფლებო ბერკეტები მე ასეთი ფულის მოსაზიდად არ მჭირდებოდა. მე ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსების
შემგროვებელი", - აცხადებს ოქრუაშვილი გადაცემა "რეაქციაში".

წამყვანის კითხვაზე, ეს ფული საჭირო იყო თუ არა ვარდების რევოლუციისთვის, ოქრუაშვილი პასუხობს:" ვარდების რევოლუციისთვის არა, იმისთვის, რომ მერე მათ საფრთხე არ შექმნო
დათ".

კითხვაზე, ეს ხალხი ყიდულობდა თუ არა უსაფრთხოებას, ოქრუაშვილი პასუხობს:" კი, რა თქმა უნდა. თავი გადაირჩინა. ასე იყო და ასე ხდება და მომავალშიც ასე იქნება".

პირველად იყო არა სიტყვა, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი...



რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?