"ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა" - რაში ადანაშაულებს მიხეილ ქარელი ოქრუაშვილს?
"ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა" - რაში ადანაშაულებს მიხეილ ქარელი ოქრუაშვილს?
ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა. მიხეილ ქარელი პარიზში მომხდარ ამბავს იხსენებს. როგორც მან ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი "რუსთავი 2"- ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.

მიხეილ ქარელი ირწმუნება, რომ ის პირადად შეესწრო სიტუაციას, როდესაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პარიზში ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნიმუშის გაყალბება მოინდომა.

"ეს ხდება პარიზში როდესაც მოიტანა
მან ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადმიანებს თხოვა, გაეყალბებინათ მსგავსი ხელმოწერა და გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ, როგორც გამოძიებას ისე სასამართლოს წინაშე, ვთქვა ამ ადამიანების სახელი და გვარები. არც გამკვირვებია, რომ ის ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ შანტაჟის ამ ფორმით წავიდა.
მას არანირი უფლება არ აქვს, რომ "რუსთავი 2"-ის მიმართ პრეტენზია განაცხადოს, მით უფრო საკუთრების უფლებაზე", - აცხადებს მიხეილ ქარელი.





...
24 ივლისი 2019 16:43
გამოდის რომ ეს ქარელიც პარიზში ყოფილა, საინტერესოა განბაჟებული ტანკით მგზავრობდა თუ?
სან დრო©
24 ივლისი 2019 16:03
თუ გააყალბა ექსპერტიზის (ორი) დასკვნები როგორაა დადებითი, თუ არ გააყალბა მაშინ გასაგებია ქიბარი რატომ არ მიდის ექსპერტიზის გასავლელად, თუ ხელმოწერა უნდოდა ამდენი ფულის პატრონი მხატვარ-კალიგრაფისტს დაიქირავებდა და დაახატინებდა ხელმოწერას. მემგონი 2021 წლამდე არ მოიწყენს (უფრო დაიღლება) ქართული საზოგადეობა იმდენ რამეს გაიგებს
ნანა
24 ივლისი 2019 16:01
და გამოვარდა სიმართლის დასაცავად? ბინძური ხალხი

რუბრიკის სხვა სიახლეები
19-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები