"ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა" - როგორ პასუხობს კალაძე ოქრუაშვილს - კვირის პალიტრა

"ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა" - როგორ პასუხობს კალაძე ოქრუაშვილს

ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა, - ასეთი ირონიული პასუხი აქვს თბილისის მერ კახა კალაძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე.

კალაძეს ოქრუაშვილის შესახებ დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა და შეფასება სთხოვეს ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომელიც 2016 წელს მასზე განხორციელებულ თავდასხმას ეხებოდა.

"რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს,"- განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"