ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს: "დამანებეთ თავი, არ შემიძლია კამერასთან მუშაობა" - კვირის პალიტრა

ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს: "დამანებეთ თავი, არ შემიძლია კამერასთან მუშაობა"

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

"დამანებეთ თავი, არ შეგიძლაით? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა.

მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ?", - მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს.

ამასთან, ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხალვაში დიდი ხანია ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს აცხადებს.

"ვინც ამას ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაში", - აღნიშნა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "რუსთავი 2"-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის დანმდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.

"ინტერპრესნიუსი"