"სამწუხაროდ, ივანიშვილს არ მოულოცავს" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, ივანიშვილს არ მოულოცავს"

ბევრმა მომილოცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ივანიშვილს არ მოულოცავს, - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ბიუროში გააკეთა, სადაც საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

მისივე თქმით, ივანიშვილთან კომუნიკაცია ბოლოს 2012 წლის ნოემბერში, ბელგიაში ჰქონდა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "რუსთავი 2"-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის დანმდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.

"ინტერპრესნიუსი"