"სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ" - მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა - კვირის პალიტრა

"სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ" - მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ.

როგორც ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, "ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად".

"სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ ამან მოგვაყენა ძალიან სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არაა. დღეს ვიგებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, რომ ზიანი მიაყენონ ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი, ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი, ესაა აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი", - განაცხადა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე.

"ინტერპრესნიუსი"