"დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე ლაპარაკი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ... უბრალოდ ის არის ნაძირალა, გაუმაძღარი ადამიანი" - კვირის პალიტრა

"დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე ლაპარაკი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ... უბრალოდ ის არის ნაძირალა, გაუმაძღარი ადამიანი"

"ოქრუაშვილი არის რეგვენი - ესაა ჩემი კომენტარი, - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

"რა მითხრეს იცით?! ჩვენ გავაკეთებთ ხელმოწერის ანალიზსო და მხოლოდ მაშინ ჩაგბარდება, როცა ფულს გადაიხდიო. ახლა ოქრუაშვილისგან ველოდები რამე ძღვენს, რომ მივიდე, ადრე გადავიხადო და მიიღოს პასუხი. შემიძლია გვიან გადავიხადო. დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე ლაპარაკი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ, რასაც ვიტყვი ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვიტავ, ღმერთის მეშინია. უბრალოდ ოქრუაშვილი არის ბოლო კაცი, ნაძირალა, არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის შეიძლება ყველაფერი იკისროს. ესაა ჩემი ბოლო კომენტარი," - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2" -ის ახალი მესაკუთრე, ქიბარ ხალვაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად მივიდა. საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "რუსთავი 2"-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო