"ნუ შეგეშლებათ! არა კომპეტენცია, არამედ უფლება არ აქვს პრეზიდენტს ჩაერიოს ასეთ საქმეში" - რას ამბობს პრეზიდენტი "თიბისი" ბანკის დამფუძნებლების საქმეზე - კვირის პალიტრა

"ნუ შეგეშლებათ! არა კომპეტენცია, არამედ უფლება არ აქვს პრეზიდენტს ჩაერიოს ასეთ საქმეში" - რას ამბობს პრეზიდენტი "თიბისი" ბანკის დამფუძნებლების საქმეზე

ნუ შეგეშლებათ! არა კომპეტენცია, არამედ უფლება არ აქვს პრეზიდენტს ჩაერიოს ასეთ საქმეში ან გამოხატოს თავისი შეხედულება, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "თიბისი" ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ბრალდება გუშინ წაუყენეს, მე მესმის, რომ სხვადასხვა ოპოზციური პარტია და არასამთავრობოები თავიანთ შეხედულებებს აჟღერებენ. მე გათვიცნობიერებული ვარ იმ ინფორმაციაში, რაც ჯერჯერობით არის. ვაკვირდები და ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ ვთვლი და თქვენც კარგად უნდა გაიგოთ. პრეზიდენტს არ აქვს უფლება - ნუ შეგეშლებათ! არა კომპეტენცია, არამედ უფლება არ აქვს ჩაერიოს ასეთ საქმეში ან გამოხატოს თავისი შეხედულება. სანამ პროკურატურაშია და სანამ სასამართლოშია საქმე ამაზე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან უშუალოდ ჩარევად ჩაითვლება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"