დიდი ბრიტანეთის საელჩო "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთის საელჩო "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩო საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხება.

საელჩო ხაზს უსვამს, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის.

"დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.