"პოლიტიკაც რაღაც დონეზე განიხილება" - სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას ეკონომიკის ექსმინისტრი ქობულია? - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაც რაღაც დონეზე განიხილება" - სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას ეკონომიკის ექსმინისტრი ქობულია?

ჯერჯერობით ვფიქრობ, პოლიტიკაც რაღაც დონეზე განიხილება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, სამომავლო გეგმებზე, მათ შორის შესაძლო პოლიტიკურ საქმიანობაზე კომენტირებისას განუცხადა.

ექს მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე გარკვეულ დისკუსიებშია და საბოლოოდ არ აქვს გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს საქმიანობას.

"ჯერჯერობით არ მიმიღია გადაწყვეტილება, თუ რა მიმართულებით წავალ. ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიებში ვარ და ჯერჯერობით, ვფიქრობ. პოლიტიკაც რაღაც დონეზე განიხილება",-აცხადებს გიორგი ქობულია.

"ინტერპრესნიუსი"