თემურ ჭყონია: "ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით!"
თემურ ჭყონია: "ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით!"
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ბიზნესმენებზე ზეწოლად და კონკრეტული პროექტების წინააღმდეგ მიმართულ პროცესად შეფასდა. რას ფიქრობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესზე? - ამას შესახებ ის გაზეთ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

"თუ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი დავაა, რატომ აძლევენ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საგანგებო პრესკონფერენციებით? თუ ისეთი არაფერი ხდება და პროკურატურა მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობს, მოხდა თუ
არა დანაშაული, რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განცხადებების მთავარი საგანი?

სწორედ არასწორი კომუნიკაციიდან გამომდინარე იგრძნო მამუკა ხაზარაძემ, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა მის წინააღმდეგ. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, გამოძიებამ ბრალი უნდა დაასაბუთოს. ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის. მთელი საქართველო
აალაპარაკეს ამაზე.

ქვეყანა ეკონომიკურად მიდის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არსაით და ამასობაში მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს.

ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, საერთაშორისო დონის ბიზნესმენები არიან და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასული. მათ იცნობს მთელი ბიზნესელიტა საზღვარგარეთ, ვისაც შესაძლოა აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ და რა წარმოდგენა უნდა დარჩეთ ჩვენს ქვეყანაზე? არ სჭირდება ამ საქმეს 2-3-წლიანი გამოძიება, რომ ეს თემა მუდმივად ატრიალო და შექმნა ხმაური. ხომ შეიძლება ცივილიზებულად გაკეთდეს ყველაფერი. თუ მაინცდამაინც გაჩნდა ტრანზაქციით დაინტერესება, უნდა ეთქვა ხელისუფლებას, რომ მასაც არ ეპარება ეჭვი, რომ ასეთი კარგი წარსულის ბიზნესმენები არიან, მაგრამ ისევ მათი სახელის დასაცავად საჭიროა დაზუსტდეს, მოხდა თუ არა კანონდარღვევა".


????///
30 ივლისი 2019 11:30
ბანკირს და ბიზნესმენს უკაცრავად შემეშალა ქართულად ქურდებს პარლამენტში რა უნდათ?
Gogita
29 ივლისი 2019 13:38
განა მნიშვნელოვანია დღეს ხაზარაძის და ჯაფარიძის საკითხი?დღეს საქართველოს აბრწყინების და წინსვლის დიდი დღეა.როგორც იქნა მოვიშორეთ რუსთავი2.დღეს მაცივრებში რომ შეიხედავთ,დაგხვდებათ სავსე თაროები,მაღაზიებში ფასები განახევრდება(თუ სულ უფასოდ არ დაგვირიგებენ ყველაფერს),ქუთაისის ელქტროავტომობილების ქარხანა დღეს პირველ პროდუქციას გაუშვებს ევროკავშირში ექსპორტზე.დღეს საღამოს 5 მილიონი ჯიბეებგავსებული ტურისტი რუსეთიდან გაავსებს საქართველოს ბიუჯეტსაც და კერძო ჰოსტელების მეპატრონეების ჯიბეებს.დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ერთხმად ღებულობს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ,რასაც დროებით ხელი შეიძლება შეუშალოს აფხაზეთის მთავრობის და მოსახლეობის მოთხოვნამ რომ აფხაძეტი უფრო ადრე შემობრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში და თან სოჭის რეგიონიც მას მოჰყვება....
რამდენი სიხარული გველის დღაეს ბატონო თემურ,თქვენი კი ვიღაც 2 ე.წ. ხელშეუხებელ ბიზნესმენზე საუბრობთ.რა დროს ბიზნესია?დღეს ყველა პატიოსანი ქართველი უნდა გაერთიანდეს ბატონი ბიძინას დროშის ქვეშ,რომ ვიცხოვროთ უდარდელად და არხეინად.ატილამ იცის საით მივდივართ და რა შუაშია აქ ქართველი ხალხი?
სოსო
29 ივლისი 2019 12:40
თუ ვინმეს ეჭვი არ ეპარება ჭყონიას,ჩხარტიშვილის და ხაზარაძის სუფთა წარსულში,მაშინ მე ეჭვი არ შემეპარება ამ ეჭვის არ შემტანის არა კაიკაცობაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?