"ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა"
"ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა"
ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ მიხეილ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა, - ასე აფასებს 11 წლის შემდეგ აგვისტოს ომს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში არეშიძე ამბობს, 11 წლის შემდეგაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სტაბილურად მძიმეა.

"ვინ დაიწყო ომი?! - ეს სპეკულანტური კითხვაა, რომელშიც ორივე მხარე სცოდავს, როგორც ის, ვინც ამ კითხვას სვამს, ასევე ისიც, ვინც ამ კითხვას ატრიალებს სხვადასხვა კონტექსტში. ჩემთვის პირადად ნათელია და ყოველთვის ამას ვამბობდი, მიუხედავად იმისა, რომ
ოპოზიციურად ვიყავი განწყობილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა. მან იცოდა, რომ რუსეთი ომის დაწყებას აპირებდა, იცოდა, რომ ხაფანგი დაგებული იყო და მაინც შეგნებულად გაჰყო ამ ხაფანგში თავი - ეს უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე ის, რომ ომი დაიწყო.


ჩემთვის
ეს კითხვა არასდროს არსებობდა და დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში არსებული კითხვა და გაუთავებელი სპეკულაცია არის ჩემთვის და საქმეში ჩახედული სხვა ადამიანებისთვისაც მიუღებელი და უსაგნო"- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ წრეებში და მედიის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა სტაბილურად მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ვითარებას ესკალაციის ნიშნები არ ეტყობდა და პირიქით, გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები და გარკვეული კომუნიკაციური ურთიერთობები შეიქმნა - ამას მაინც ვერ დავარქმევთ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენთვის მყარად არის ქვეყანა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დაშლას შეუწყო ხელი და რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. რუსეთს საქართველოს მხოლოდ 20%არ აქვს ოკუპირებული, როგორც ამას ქართული მედია და პოლიტიკური ელიტა ამბობს, არამედ ბევრად უფრო მეტი, ვინაიდან ზღვის აკვადორიაც ოკუპირებულია. ასე რომ, რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე არ შეიძლება ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს სტაბილურად მძიმე ვითარება, ბოლო პერიოდამდე არ შეიმჩნეოდა დამძიმების ტენდენცია, თუმცა გავრილოვის ბოლო ვიზიტმა კიდევ უარესობისკენ შეცვალა რეალობა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ ვითარებაში საქართველო-რუსეთ შორის არ შეიძლება არსებობდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა", - დასძინა არეშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ლუხო
08 აგვისტო 2019 14:04
ამოიღეთ რუსთავი ორის ღამის საათებში სააკაშვილის გამოსვლა, სადაც ის აცხადება რომ, მან გასცა ბრძანება კონსტიტიციური ბსამართლიანობის აღდგენის მიზნით ცხინვალის დაბომბაზე და სამაჩაბლოს გაწმენდაზე კოკოითის ბანდებისაგან, თანაც გვაჩვენრბდნენ ხალიჩებითა და ტრიბუნით დატვირთულ მანქანას ცხინვალში ცხრაში დილას სააკაშვილის გამოსვლისათვის. სააკაშვილმა თუ იცოდა რომ რუსული არმია უკვე შემოსული იყო სამაჩაბლოში, მაშინ მოუნდა ცხინვალის განთავისუფლება? რუსეთის ტანკები მაიც შემოიჭრებოდნენ საქართველოში მაგრამ რუსეთს არ ექვებოდა საბაბი საქართველოს მხრიდან ცხინვალის დაბომბისა, ეი ეს არის მიხოს დანაშაული.
ina
08 აგვისტო 2019 05:43
ბატონო მამუკა , განატლებულ ეკსპერტად მოგაკვტ ტავი და უმტავრესი არ გესმიტ-- ის რომ ასეტი სიძულვილის და დაუსრულებელი ბოღმიტ საუბრობტ რუსეტზე , ეს კარგს რაიმეს მოუტანს საკარტველოს????
მაშინ აზერმაიჯანი, ტურკეტი , ირანი და "ჩვენი დასავლელი" პარტნიორებიც ასე დაუსრულებლად მოიხსენიეტ ასეტივე აგრესიულობით!! ნეტავ ამნეზია ხომ არ გჭIრტ ტკვენ და ტკვენნაირად "განატლებულ ეკპერტებს"???
საოცარია პირდაპირ როდემდე უნდა გააგრძელოტ ქვეყნის ნგრევა /განადგურება ასეტი არადიპლომატიური "საუბრით"???
PS Lasha Tush.
07 აგვისტო 2019 18:45
Rac sheeheba omis dackebas da mastan dakavshirebul utvalav provokacias, ra tqma unda omi rusetma daicko, daicko didi xnit adre 1990 ianebshi, arzinbebit, kokoitebit, kitovanebit, ioselianebit da a.sh. Es omi grzeldeba 08.08.08 is shemdegac ahla ukve tarhan-mouravebit, kvicianebit, vasazeebit da ase shemdeg. Eqneba ki am oms odesme dasasruli?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?