"ომის დროს ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა" - კვირის პალიტრა

"ომის დროს ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა"

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი "ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა".

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მოქმედებას, სააკაშვილი IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში პასუხობს, რომ როგორც "ძალიან ცუდს."

"სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა. ის იყო ძალიან არაკომპეტენტური… სარკოზის წყენა ამერიკის მიმართ, აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ იგი ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ეს მისია მას შეესრულებინა. სარკოზიმ, ფაქტობრივად, მოახერხა და ამერიკელები დიპლომატიური პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა მეორე მხრივ იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება და სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი აგვისტოს ომის პერიოდში გერმანიის პოზიციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ "გერმანელებმა რუსებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს".

"ინტერპრესნიუსი"