"გმირებო, ძაძებში შემოსილ თქვენს მშობლებს რა ვუთხრა არ ვიცი…" - კვირის პალიტრა

"გმირებო, ძაძებში შემოსილ თქვენს მშობლებს რა ვუთხრა არ ვიცი…"

დღეს აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოებთან ერთად ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

"გმირებო, თქვენი შვილები გაიზრდებიან და თქვენს მიერ სიამაყით ნატარებ დროშებს ჩაიბარებენ; თქვენი თავდადების ამბებსაც დაიმახსოვრებს ისტორია; მაგრამ ძაძებში შემოსილ თქვენს მშობლებს რა ვუთხრა არ ვიცი… მადლობა, რომ გმირები აღზარდეს! ამ ომს ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ", - წერს არჩილ თალაკვაძე.

წყარო