"პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა" - რას აცხადებს ნიკა გვარამია პროკურატურის დატოვების შემდეგ - კვირის პალიტრა

"პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა" - რას აცხადებს ნიკა გვარამია პროკურატურის დატოვების შემდეგ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურის შენობა დატოვა, სადაც მას ბრალის დადგენილება გააცნეს.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბრალში ბინების ეპიზოდთან დაკავშირებით, საერთოდ საუბარი არ არის. გვარამიას განცხადებითვე, პროკურორი, რომელმაც დღეს საზოგადოებას გვარამიას ბრალდების საქმე გააცნო, ციხეში მოხვდება.

"პირდაპირ მინდა ვთქვა, დღეს ბრიფინგზე გამოსული პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად სამოქალაქო სარჩელსაც შევიტან ღირსებისა და და სახელის შელახვისთვის. ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი. პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს, მაგრამ ციხეში გულუაშვილი მოხვდება მაინც, გააყალბა ფაქტები და არ თქვა, რომ ამაში ფული გადახდილი იყო ჩემს მიერ. ვიმეორებ, არანაირი ბინების ეპიზოდი ჩემს ბრალში არ არის. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით და მოყვანილი იყო ნახევრად სწორი ფაქტები. ამიტომ პროკურორი გულუაშვილი ჯერ მისცემს ჩვენებას, ეს ვინ დაუწერა და მერე თვითონ მოხვდება ციხეში, ამის პირობას ვდებ", - განაცხადა გვარამიამ.

"ინტერპრესნიუსი"