პაატა სალია: "რუსთავი 2"- ის გაკოტრების საფუძველი არსებობს" - კვირის პალიტრა

პაატა სალია: "რუსთავი 2"- ის გაკოტრების საფუძველი არსებობს"

"რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა. თადუმაძის უწყების განმარტებით, გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით "რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6.763.510 ლარი, რითაც მას დიდი ოდენობით ზიანი მიადგა... აზიანებდა თუ არა რეალურად "რუსთავი 2"-ს ნიკა გვარამია, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

პაატა სალია: - კატასტროფული სიტუაცია დაგვხვდა, კომპანიას ათეულობით მილიონის დავალინება აქვს, როგორც საგადასახადო, ასევე კრედიტორების: წყლის კომპანიის, სატელიტური კომპანიის და ა.შ.. მილიონობით ზარალია, არის ბევრი გაურკვეველი საკითხი, კომპანიის მენეჯმენტი არ იყო კომპანიის ინტერესებისკენ მიმართული და არსებული მდგომარეობა აჩენდა ბევრ კითხვას, რის გამოც პროკურატურას მივმართე. ალბათ, გვარამიაც გააკეთებს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ მოხდა მის საკუთრებაში კომპანია "ინტერმედიის" მეშვეობით დიდი ოდენობით უძრავი ქონება.

...

- ხომ არ არის საშიშროება, რომ ამ დავალიანების გამო ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოცხადდეს?

- არ გვინდა, თუმცა ფაქტობრივი საფუძველი არსებობს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად