"პროკურატურამ "მოახერხა" და თავისი არაკომპეტენტურობით დიდი ეჭვები გააჩინა გვარამიას საქმის გარშემო. პროკურატურა აფექტშია...
"პროკურატურამ "მოახერხა" და თავისი არაკომპეტენტურობით დიდი ეჭვები გააჩინა გვარამიას საქმის გარშემო. პროკურატურა აფექტშია...
გასული კვირა გამორჩეული აღმოჩნდა იმით, რომ ჯერ იყო და, "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი დაიბარეს დაკითხვაზე - ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მის ტელევიზიას ადრეც უტევდნენ და ახლაც მისი დაკითხვა სწორედ ტელევიზიას უკავშირდება; მერე ოფიციალურად წარუდგინეს ბრალდება "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას... ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან":

- დავიწყოთ იმით, რომ თანამედროვე სამყაროში სრულიად
წარმოუდგენელი მგონია, ტელევიზიების გაკონტროლებით რომელიმე ხელისუფლებამ დივიდენდები მიიღოს, რადგან სოციალური მედია უკვე ისეთი მასშტაბურია, ალბათ, სატელევიზიო სივრცე ცოტა ხანში საერთოდ დაკარგავს მაყურებელს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას საღი აზრი შერჩა და ამას ხედავს. ჩემი აზრით, "ტვ პირველის" მეპატრონის დაკითხვა სატელევიზიო სივრცის კონტროლს კი არა, ხაზარაძე-ჯაფარიძის
საქმეს უკავშირდებოდა. ამ საქმეში კარგად არ ვარ გარკვეული, მაგრამ იმ ოპერაციაში, რომელსაც ხაზარაძე-ჯაფარიძეს ედავებიან, როგორც მახსოვს, წერეთლის კომპანიებიც ფიგურირებს, ამიტომაც მისი დაბარება უფრო კომპრომატების შეგროვების ცდას ჰგავს, თანაც - სრულიად არაპროფესიონალურს...

პროკურატურის ასევე არაპროფესიონალურ, მეტიც - დილეტანტურ მიდგომას­ ვხედავთ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეში.
სანდრო თვალჭრელიძე
გავეცანი პროკურატურის განცხადებას. ჩემდა გასაოცრად, იქ დანაშაულის ნიშნები არ ჩანს. შესაძლოა, რაღაც გადაცდომები იყო, მენეჯმენტი არასწორად იმართებოდა, მაგრამ მთავარია, ჩაიდო თუ არა გვარამიამ ფული ჯიბეში. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ მას ყველა ეს ოპერაცია და მათთან დაკავშირებული თანხაც დეკლარირებული აქვს. იყო თუ არა კარგი მენეჯერი, ეს სხვა საკითხია. რატომ აქვს ამხელა სახელმწიფო დავალიანება ტელევიზიას ან რატომ მივიდა გაკოტრების პირას, ესეც სხვა თემაა...

არასწორი მენეჯმენტი, თუ იქ გამორჩენის­ მცდელობა არ ჩანს, სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება! მით უფრო, რომ იმდროინდელმა მფლობელებმა კონტრაქტი, რომელსაც ნიკა გვარამიას ედავებიან, თავის დროზე მოიწონეს. ნიკა გვარამია ერთპიროვნულად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებებს. თუ დამფუძნებლები ეტყოდნენ, რომ ეს კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, ამის გაკეთება მოუწევდა. ვფიქრობ, ნიკა გვარამიას დასჯა უნდათ, მაგრამ ისევ არასწორ მეთოდებს იყენებენ.

ნონსენსია ის, რომ პროკურატურის ზეპირ განცხადებაში იყო დეტალები რაღაც ბინების თითქოს უკანონო ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, რაც საბრალდებო დადგენილებაში არ აღმოჩნდა. აბა, რას ემსახურებოდა ეს განცხადება, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შექმნას?! ეს ხომ არაგონივრულია და უარეს მდგომარეობაში აყენებს პროკურატურასაც და მთელ ხელისუფლებასაც. ჯობს, დროულად თქვან, რომ შეცდომა დაუშვეს, ვიდრე ეს მარაზმი გააგრძელონ.

გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აშკარად ჩანდა, მოსამართლე ყველაფერს ლუპით აკვირდებოდა და ისე წონიდა, მათ შორის წონიდა საკუთარ კარიერულ პერსპექტივასაც. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ამ ბრალდების აბსურდულობა. ველოდი, რომ მოსამართლე პროკურატურის მოთხოვნას გირაოს თაობაზე არ გაითვალისწინებდა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა... მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნილი გირაოს ოდენობა გაანახევრა, მაგრამ მიმაჩნია, ამის საფუძველიც არ ჰქონდა... ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც ჩანს, სასმართლო სისტემა უკვე მთლიანად სახელისუფლებო კონტროლის ქვეშაა, თუმცა ვფიქრობ, ეს არის ბრალდება და საქმე, რომელსაც სახელმწიფო, როცა იქნება, აუცილებლად წააგებს.

"პროკურატურამ "მოახერხა" და თავისი არაკომპეტენტურობით დიდი ეჭვები გააჩინა გვარამიას საქმის გარშემო. პროკურატურა აფექტშია...


...
14 აგვისტო 2019 08:53
პროკურატურის ეს თამაში უფრო ნაცების დაკვეთას ჰგავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები