ია კიწმარიშვილი "რუსთავი 2“-ის 30 %-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს
ია კიწმარიშვილი "რუსთავი 2“-ის 30 %-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს
ფოტო:ია კიწმარიშვილი
"რუსთავი 2"- ის ერთ- ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ის წილის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს.

ამის შესახებ ია კიწმარიშვილმა "ინტერპრესნიუსს" თავად განუცხადა.

"არავისთვის არის საიდუმლო, რომ "რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს წილები მათი ნების საწინააღმდეგოდ, ზეწოლის ქვეშ დაათმობინეს. მე, როგორც ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრე, მაქვს ყველანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება, რომ ეროსის კუთვნილი წილის დაბრუნება მოვითხოვო. ეს მოთხოვნა დღეს არ წარმოშობილია და დავა დაწყებული ეროსის ჯერ კიდევ 2009
წელს აქვს. მაშინ სააკაშვილის სასამართლოში ითხოვდა ეროსი წილის დაბრუნებას, რადგან მას ეს წილი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს და მოლაპარაკებული თანხაც არ გადაუხადეს. თანხა ქიბ
არ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" უნდა გადაეხადა, თუმცა, ეს თანხა დღემდე არ გადაუხდია. მაშინ სასამართლომ საქმე განიხილა და დაადგინა, რომ თანხა არ იყო გადახდილი, მაგრამ ხანდაზმულობის გამო სარჩელი არ დააკმაყოფილა. დღეს ვითარება შეცვლილია. ზუსტად მსგავსი მოთხოვნით მიმართა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს და სასამართლომ მის სასამარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ჩემი მოთხოვნაც იდენტურია და დარწმუნებული ვარ, ობიექტურმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ უნდა მიიღოს. საუბარია წილის 30 პროცენტზე",- განაცხადა ია კიწმარიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე განცხადებით, ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2“-ის წილების გასხვისებას გეგმავს, ამიტომ კიწმარიშვილი მოუწოდებს ხალვაშს და პოტენციურ შემსყიდველს, სასამართლო პროცესების დასრულებამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღონ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები