"რუსთავი 2“-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს, წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული"
"რუსთავი 2“-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს, წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული"
შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფის წინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ "რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში მიერ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.

მისივე შეფასებით, ნიკა გვარამია "რუსთავი 2“-ს ძარცვავდა.

"თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია
"რუსთავი2“.

რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც "რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდენელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას.

არაერთხელ მითქვამს, რომ სასამართლო დავის დაწყების მომენტიდან, "რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა
დირექტორმა ყველა ხერხი გამოიყენა იმისათვის, რომ კომპანია დაეზარალებინა. ალბათ, ყველას ახსოვს, რომ სწორედ ზარალის თავიდან აცილების მიზნით, 2015 წლის ნოემბერში ვითხოვდით კომპანიის დროებით მართვაში გადაცემას, თუმცა განვითარებული მოვლენებიც ალბათ, ასევე ყველას გახსოვთ. სამწუხაროდ, დადგა ის შედეგი, რასაც ვვარაუდობდი.

დღეს არხის ყოფილი გენერალური დირექტორი უკვე ღიად იმუქრება, რომ მის მიერ 7 წლის განმავლობაში "ნალოლიავებ“ კომპანიას გაანადგურებს. არადა, ჩემთვის ცხადია, რომ დავის დაწყების პირველივე დღიდან, იგი სწორედ კომპანიის განადგურებით იყო დაკავებული და მუქარა, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს, - ჩემი სიტყვების გადამოწმება, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის, ძალიან მარტივია.

დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფის წინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს. "რუსთავი 2“-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს - წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვილმა ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა. დღემდე ვერ ვნახე რომელიმე ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა, რაც ამ ზარალს დაადასტურებდა.

ჩემთვის ცხადია და ნათელია ის სქემებიც, როგორ მუშაობდა კომპანია და სად და როგორ მიემართებოდა კომპანიის კუთვნილი თანხები, თუმცა ეს სხვა დავის საგანია და დარწმუნებული ვარ ამ დავაშიც გავიმარჯვებ“, - აცხადებს ხავლაში.

*****
12 აგვისტო 2019 14:57
რა ვიცი ჩვენ რომ არ გადავიხადოთ გადასახადები თვის ბოლოს გაგითიშავენ დენი იქნება, წყალი თუ გაზი, თუ წლობით არ უხდიდა გვარამია გადასახადებს კომპანიებს, მაშინ მათი დუმილი და უმოქმედობაც დანაშაულია, პასუხი იმათაც უნდა მოთხოვოთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?