საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული", - აცხადებენ სუს-ში.

"ინტერპრესნიუსი"