"ეს ძმათა მკვლელი ომი იყო" - რას ამბობს მამუკა ბახტაძე აფხაზეთის ომზე - კვირის პალიტრა

"ეს ძმათა მკვლელი ომი იყო" - რას ამბობს მამუკა ბახტაძე აფხაზეთის ომზე

ჩვენ და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო - ჩვენ ეს ტკივილი ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აფხაზეთში ომის დაწყების 27-წლისთავს გამოეხმაურა.

"დღეს არის 14 აგვისტო - უმძიმესი დღე ჩვენს უახლოეს ისტორიაში, დიდი ტკივილი. რა თქმა უნდა, ამ უდიდესი ტკივილით ვცხოვრობთ საქართველოს ყველა მოქალაქე. რაც მე მინდა ვთქვა, ჩვენ და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ჩვენ ეს ტკივილი ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ.

ეს ძმათა მკვლელი ომი იყო. ეს არის საერთო ტკივილი და ეს გამოწვევები ერთობლივად უნდა დავძლით. დარწმუნებული ვარ, მშვიდობითა და განვითარებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას.

მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არა აქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"