"ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის" - რას ამბობს სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტზე
"ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის" - რას ამბობს სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტზე
მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს "ახალ როკის გვირაბს" უწოდებს და აცხადებს, რომ ამით რუსეთს თბილისის სწრაფი აღებისათვის სამხედრო გზა ეხსნება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს "ახალ როკის გვირაბს" უწოდებს და როგორც აცხადებს, ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის.

"ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის.

რომ არ
დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია", - აცხადებს მიხეილ
სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.

"ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე მაგისტრალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოზიდული და ხელმოწერილია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ გუშინ.

"ინტერპრესნიუსი"

მიშას
17 აგვისტო 2019 15:08
" გენიოსი "
კ ო მ ბ ლ ე
15 აგვისტო 2019 01:02
ეს ხომ ცხადზე ცხადია, თუმცა მაგ შემთხვევაში, ისევე, როგორც შენ, შეგეძლო ხიდი, ან გვირაბი როკის აგეფეთქებინა და ბაც!!! ვეღარ გადმოვიდოდნენ, თუმცა როკის გვირაბის და მომავალში კობის გვირაბის, ან ხიდის აფეთქების ერთი ადგილი არავის აღმოაჩნდა და არც აღმოაჩნდეებათ.
თქვენ რა გგონიათ, ამერიკელების და დასავლეთისს დასტურის გარეშე, აფხაზეთს და სამაჩაბლოს ეგრე ადვილად აგვახევდა რუსეთი??? რატომ ზუგდიდიც არ მიაყოლა, გაუჭირდებოდათ, თუ ვერ შეძლებდნენ???
ან რატომ გორიც არ დაიტოვეს სკანცამი???
ესე რომ: ნურავის ჰგონია, რომ იცინის ის, ვინც პირველი ისვრის!
იცინის ის, ვინც იცის როდის, სად და ვის ესროლოს!
ასეა ეს!!! და ასეთია ჩქიმი ობიჟდენიე!!!
რეებს ბოდიალობს !
14 აგვისტო 2019 19:41
ე.ი. რუსეთს გაუჭირდება, თბილისის სწრაფად აღება, კობი გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის გარეშე? საკვირველია, ეს როგორ იყო პრეზიდენტი და საქრთველოს სამხედრო ჯარების სარდალი. თბილისის აღებას რა უნდა. (40 000 000 დოლარის იარაღი ხომ ჩააბარა რუსეთს) რუსეთს, უმაგისტრალოდ, ერთ საათში შეუძლია თბილისი აიღოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა