"ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს" - რას ამბობს მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე - კვირის პალიტრა

"ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს" - რას ამბობს მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ პასუხობს. ჟურნალისტების კითხვაზე: შესაძლოა თუ არა შემოდგომაზე მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, პრემიერი სამთავრობო პროგრამაზე საუბრით პასუხობს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა საზოგადოების მტკივნეულ გამოწვევებს პასუხობდეს.

"მე ფაქტობრივად ამ კითხვას რამდენჯერმე გავეცი პასუხი. სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა. ეს გასაგებია. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს. მთავარია პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, ამაზე უნდა იყოს ძირითადი საუბარი.

ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ჩვენს გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე, პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე," - განაცხადა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"