გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ - კვირის პალიტრა

გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთ კარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფება რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად ჩავიდნენ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე დეტალურად ეცნობიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

"ინტერპრესნიუსი"