"ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე გაერთიანდნენ"
"ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე გაერთიანდნენ"
რუსეთის ფედერაციას კვლავ მოვუწოდებთ, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

ის სხვა დიპლომატებთან ერთად, რომლებიც სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებიან, გამოეხმაურა გუგუტიანთკარის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია იმით, რომ ე.წ. საზღვრის გაყვანის პროცესი განახლდა.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ღრმად შეწუხებულია იმ ინფორმაციით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა "სამხრეთ
ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ გუგუტიანთკარში განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. ეს მოვლენების ძალიან უარყოფითი განვითარებაა, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოებას რეგიონში, ასევე, მოსახლეობის კეთილდღეობას და ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ე.წ. ბორდერიზაცია შეწყდეს და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმებას და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - აღნიშნა რუდმა.

მანვე ურჩია საქართველოს მოსახლეობას, ამ გამოწვევის წინაშე გაერთიანდნენ.

"საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ჟენევის ფორმატში მონაწილე პარტნიორები ყოველდღიურად ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციაში, რათა ყველა იმ გამოწვევას გაეცეს პასუხი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთანაა კავშირში, მათ შორის, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, სოფელ გუგუტიანთკარში. ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში.


"ინტერპრესნიუსი"

Ng
18 აგვისტო 2019 11:39
ბოროტმა სააკამ საწყალი რუსები წამოაგო პროვოკაციაზე, აიძულა საქართველოს დაბომბვა ხალხის დახოცვა და ტერიტორიის ოკუპაცია, წარმოგიდგენიათ?! რათა მერე ელიზაბედ რუდის, პანგიმუნის, მაიმუნის და ა.შ. შეშფოთება და აღშფოთება არ მოკლებოდათ, წარმოგიდგენიათ რა გაუსაძლისი აღშფოთების ქვეშ უწევთ ყოფნა,

მაგრამ არა, ვინ ვინ თუ არა ინაშვილმა ამ საუკუნის მზაკვრობას ჩამოხადა ნიღაბი და ამხილა სააკა 007 პროვოკატორი, გიხაროდენ, ყველა მიხვდება რომ ვინ არის მთავარი დამნაშავე ამ საერთაშორისო მზაკვრობაში, მაგრამ რაც მთავარია დავითგარეჯი ჩვენიააააააა აჰა აჰა
555
18 აგვისტო 2019 11:28
Irma gamodi irma, shegvaxsene rom rusebi ra shuashi arian da tvit msxverpladac dagvixate, visi xom gasagebia
ალექს
16 აგვისტო 2019 17:13
პუტინს თავისთან გაუჭირდა,ამიტომ აქ ესკალაციას ეწევა ,სპეკულიანტ!

რუბრიკის სხვა სიახლეები