"გზა ვერ დააგენ, ტუალეტი ვერ ააშენენ, ლარიც ვერ გააჩერენ ამ შობელძაღლებმა"
"გზა ვერ დააგენ, ტუალეტი ვერ ააშენენ, ლარიც ვერ გააჩერენ ამ შობელძაღლებმა"
"შე შობელძაღლო, ქუთაისელს რომ გაუჭირდეს, ხის ძირზე ხომ არ მიაფსამს ძაღლივით? ტენდერი ჩაატარენ, ვიღაცას მოაგებინენ და იმან არ გააკეთა, უარი თქვა. რა მიდგომაა, რა სიკვდილია! ტუალეტი ვერ გაგიკეთებია, რა ქალაქის და ქვეყნის მართვაზე გაქვს პრეტენზია?"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი გოგი წულაია იუმორით გაჯერებული კრიტიკით გამოირჩევა, ამბობს, რომ არ მოისვენებს და არც პოლიტიკოსებს მოასვენებს (განსაკუთრებით= ქუთაისის მერს), მათ მანკიერებებსა და გადაცდომებზე თვალს არასოდეს დახუჭავს და პოლიტიკაშიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩება. ის საზოგადოებას
თავს ფრთიანი გამონათქვამებით და კრეატიული პერფორმანსებით ამახსოვრებს - ხან ღამის ქოთნები მიაქვს ქუთაისის მერიასთან, ხან პამპერსები, ხან კუბო - პარლამენტთან, ხანაც მშობლიურ ქალაქში გადათხრილ ქუჩებში გაჩენილ გუბეებში "თევზაობს" ანკესით... ერთი სიტყვით, ბატონი გოგი მტერ-მოყვრისთვის თავისებური "სარკით" ხელმძღვანელობს და საზოგადოებას, ვაი
-ვიშის მაგივრად, ქვეყნის საშველად გაერთიანებას სთხოვს.

- ბატონო გოგი, რა ხდება ქუთაისში­, ისევ დაბომბილ სტალინგრადს ჰგავს­ ქალაქი?

- კი, ისევ დაბომბილ სტალინგრადს ჰგავს, ჩვენ კი თავმოჭრილი ბატებივით დავდივართ აქეთ-იქით.
დილას შეიძლება გაიღვიძო და რომ იცოდი გზა, რომელიც დანიშნულების ადგილას მიგიყვანდა, გადათხრილი გხვდება, ჰოდა, ვურტყამთ ასე "კრუგებს" და ისევ მტვერსა და ტალახში ვართ.



- ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ, ქალაქს­ ხომ არ აოხრებენ...
- კი, ასე ამბობენ... 110 მილიონია დახარჯული, რომ ქუთაისს 24-საათიანი გრაფიკით ჰქონოდა წყალი, 24 კი არა, რამდენიც გვქონდა, იგიც გაუარესებულია. ყველაზე დიდი და მსუყე ფული მაგნაირ გადათხრა-გადმოთხრაში იშოვება. ვინაა გამზომავი და გამკონტროლებელი, რას და რამდენს თხრიან? მიდი და გეიგე!

- ქუთაისის მერს ლუკმას ხომ კარგად უთვლით, რესტორნებში ათასები დახარჯაო...
- ჭიღვარიას 85 ათასამდე აქვს დახარჯული რესტორნებში ჭამა-სმაში. ქუთაისში იყო კაცი, სოსო ხარაბაძე, ყველას მასპინძელი, რომელიც ვალებს იდებდა და ისე ხარჯავდა, ყველა მისი სტუმარი იყო. ეს ღირსეული კაცი რომ ცოცხალი იყოს, აცხონოს ღმერთმა, და მერად დასვა, მიადგეს ბიუჯეტს და ხარჯოს, კიდე არ გამიკვირდება, ვიტყვი, უყვარდა ეს საქმე იმ კაცს და ტრადიცია გააგრძელა-თქვა, მარა უმაქნისი რომ ხარ, ამ ბიუჯეტის ფულით სტუმარმასპინძლობაზე რომ გადეირიე და შემეიხიე ტანზე, შე შობელძაღლო, რა ნამუსია?! სტუმრიანობასაც ხომ აქვს საზღვარი? როცა ულუკმაპურო ასეულობით ადამიანი გინახავს, მაშინაა ეს საზიზღრობა და უბედურება. ლუკმას კი არ ვუთვლი, ჭამოს, ღმერთმა შეარგოს, მარა თავზე არ უნდა გადაიმასქნას. როცა ქალაქს ასე უჭირს, 6 თვეში 100 ათასის დახარჯვა ჭამა-სმაში რა უბედურებაა?! ქუთაისისთვის ეს არაა მცირე თანხა. მეც მიყვარს ჭამა-სმა და სტუმარი და იმ კაცის დედაც, ვისაც ეს არ უყვარს, მარა სხვის ხარჯზე კი არა.

ქუთაისელი კაცი სტუმართმოყვარეა და ყველას პატივისცემა თუ გინდა, ხანდახან ჯიბეზეც გეიკარი ხელი, ჩემს კისერზე უნდა აიწყო საქმე? ამ ჩემი ფულით რომ ქეიფობენ, ხანდახან მეც დამიძახონ. ჭიღვარია მარტო თვითონ რომ ქეიფობს, მასე სადაა?!

- ანუ ქამრების შემოჭერის პროგრამა ქუთაისის მერიას არ შეხებია?
- რა ქამრების შემოჭერა? ახლახან მითხრენ, მერიას 6 თვის განმავლობაში 157.000 აქვს გამოყოფილი ავტომანქანების შეკეთებაზეო. პატარა ნამუსი ხომ უნდა ჰქონდეთ? პოლონეთში, კატოვიცეში ვიყავი და იქ მერს მანქანაც არ ემსახურება. დაგნიშნენ? წადი შენით, რატომ უნდა მოვიყვანოთ მერი სამსახურში და რატომ უნდა წავიყვანოთ სახლში? მასწავლებელი ნაკლები პროფესიაა? ბავშვებს გვიზრდის და მაშინ ისიც მანქანით ვატაროთ სკოლაში. ან ექიმებს რას ვერჩით? მერი რა დამსახურებისაა? მე შენ ხელფასს გაძლევ, დავაი და იარე ველოსიპედით ან ფეხით.


ვერაფერი ვნახე, ამ ქალაქში სიკეთე კეთდებოდეს. 9 ბრიფინგი მაინც მაქვს ჩატარებული მარტო ტუალეტის გახსნის­ გამო. ქალაქში სტუმრები დადიან, ტურისტები, და არსად ტუალეტი არაა. სტუმარი იქით იყოს, შე შობელძაღლო, ქუთაისელს რომ გაუჭირდეს, ხის ძირზე ხომ არ მიაფსამს ძაღლივით? ტენდერი ჩაატარენ, ვიღაცას მოაგებინენ და იმან არ გააკეთა, უარი თქვა. რა მიდგომაა, რა სიკვდილია! ტუალეტი ვერ გაგიკეთებია, რა ქალაქის და ქვეყნის მართვაზე გაქვს პრეტენზია?

ეს კაცი და დანარჩენები საიდან მოიყვანეს, რომელი ციდან ჩამოცვივდნენ, რა გამოცდილება ჰქონდათ ან რა ნაღვაწი? თავისი პორტრეტი დაახატვინა და გამოაკიდვინა. "არაჩვეულებრივ გამოფენაში" აფთიაქარი რომ არის, ბატონი ბონა, იგია მაგი, რომ ჰგონია, მისი სიკვდილის მერე შვილები შიბლეტებს გოუყიდიან და "ვოლგას" იყიდიან. ეს აზროვნება აქვს ამ კაცს, ჭიღვარია ჩვეულებრივი ბატონი ბონაა.

- ხალხს სახალისო და კრეატიული­ პერფორმანსებით დაამახსოვრეთ თავი - ხან ღამის ქოთანი მიიტანეთ მერიასთან, ხან პამპერსები, ხან კუბო - პარლამენტთან, ხან გუბეებში თევზაობთ ანკესით... საკუთარი ფინანსებით იძენთ ამ ატრიბუტებს? ის კუბო დაამზადებინეთ, მზა იყიდეთ თუ ითხოვეთ? ან თქვენი ფრთიანი გამონათქვამები ექსპრომტებია თუ წინასწარ მოფიქრებული?
- ფრაზები ექსპრომტად იბადება. პერფორმანსებზე წინადღეს ვფიქრობ და მეორე დღეს ვასრულებ. ის კუბო დავამზადებინე, "გარშოკებიც" ჩემი ფულით ვიყიდე, ანკესიც და პამპერსებიც. ჩვენი პარტია არაფერ შუაშია, სახელმწიფო ისედაც მიზერული თანხით აფინანსებს, ამიტომ არ ვაწუხებ და ჩემსას ვხარჯავ.

- შედეგებია საინტერესო... ამდენმა ხარჯმა ნაყოფი თუ გამოიღო?
- როგორ არა, დროშა დაკიდენ, ასათიანის და გუგუნავას ქუჩა დააგენ... ბევრს მივაღწიე ამ პერფორმანსებით. არ ვიტრაბახებ, ბაქიბუქი გამომივა, მარა ნამდვილად ბევრი რამ ქუთაისში ჩემი დამსახურებაა, საქმე დაჩქარდა ან უფრო ხარისხიანად გაკეთდა.

- ზესტაფონში მერის არჩევნების შედეგების დადებამდე თავი მერად გამოაცხადეთ, თუმცა... რატომ არ გამართლდა თქვენი პროგნოზი?
- თავიდანვე ვიცოდი, რაც იქნებოდა. არც ისეთი მიამიტი გეგონოთ, მაგრამ ჩემი მიზანი ის იყო, კიდევ ერთხელ მელაპარაკა იმ აუცილებლობაზე, რასაც თვითმმართველობა ჰქვია. დღევანდელი თვითმმართველობა ბუტაფორიაა. ზესტაფონში მომეცა საშუალება, ხალხში მევლო, მესაუბრა და ხელისუფლებისთვის შემეხსენებინა, რა რეალობის წინაშე დგას რაიონი. ზესტაფონის ფერო მეორე თუ მესამე ადგილზეა ცენტრალურ ბიუჯეტში შენატანებით. ფერომ გააუბედურა და დააავადმყოფა მოსახლეობა, რადგან საწამლავის სუნთქვა უწევს, თან დღეს ზესტაფონი მშიერია. ამდენი ფული მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და მიმდგარია რამდენიმე ჩათლახი ჩინოვნიკი და ხრავენ ამ ფულს, ზესტაფონი ფეხზე ჰკიდიათ. ეს უნდა დამთავრდეს!

ამას წინათ ფოთში ვიყავი, ამხელა­ შემო­მტანია ფოთის პორტი, ამდენი ფული კეთდება და ფოთს დედა აქვს ნატირები. ამას რა ჰქვია?! გავა ასი დღე და დავინტერესდები ზესტაფონის მერის მოღვაწეობით. იქ ნამდვილად არ ამიღია­ ცოტა ხმა და იმ ხალხს არ მივატოვებ, არ ვათქმევინებ, წევიდა და წევიდაო, არც ზესტაფონის მერს ვაპატიებ შეცდომებს.

- პოლიტიკურად ცხელი ზაფხული გვიდგას, მით უფრო, დედაქალაქში, მიმდინარე პროცესებს როგორ შეაფასებთ, ბატონო გოგი?
- ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა, რთული პროცესები მიდის. ეს უპირველესად მაინც ჩვენი პოლიტიკოსების ბრალია, მერე მოსახლეობისაც, რომლის დიდმა ნაწილმა მაინც ვერ ისწავლა არჩევნის გაკეთება - ზოგი ფულზე და ზოგი სიყვარულზე იყიდება. მეც ხშირად მეუბნებიან, მიყვარხარო და იმდენი გახარება ჩემს შვილებს, რამდენჯერ მითქვამს მათთვის,–ქალბატონო, ბატონო, შენ გარშემო იმდენი ადამიანია, რომლებიც უნდა გიყვარდეს, და იგენი გიყვარდეს, მე, როგორც პოლიტიკოსი, ან უნდა მოგწონდე, ან არა. რა სიყვარულზე მელაპარაკებიან, კაცო, სამშობლო შეიყვარე, მდინარე ან ყვავილები, მე რას დემეტაკე, რა შესაყვარებელი მე ვარ, სარკეში ჩემს თავს რომ ვუყურებ, იგიც არ მომწონს. სიყვარული პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ავაცივდებით ამ ორ პარტიას, კაცო!



- როგორც ვიცი, პროპორციულ სისტემას და ნულოვან ბარიერს მიესალმეთ და, ალბათ, თქვენს თავსაც მოიაზრებთ 2020-ის პარლამენტში.
- მაჟორიტარულ-პროპორციულმა არჩევნებმა ქვეყანას სიკეთე არ მოუტანა და ვთვლი, რომ ნულოვანი ბარიერის დაწესება მოიტანს მრავალპარტიულობას. ამ პრინციპით ახალარჩეულ პარლამენტში, ალბათ, 11-12 პარტია შევა. ერთი რამ დავამტკიცე - ქუთაისში ხმების 8% ავიღე და ვთვლი, რომ ცოტა მეტიც მომცენ, ზესტაფონში - 6%. სადაც არ ცხოვრობ, იმ ქალაქში ამდენს რომ მოგცემენ, არაა პატარა საქმე. ვთვლი, რომ ამდენივე მაქვს თერჯოლაშიც, სამტრედიაში... სიყვარულისა არ იყოს, რა, ზესტაფონელებს შევუყვარდი და თერჯოლელებს არა? ეს ხომ გამორიცხულია. ჩათვალეთ, მთელ საქართველოში მაქვს 6%, ამიტომ, როცა ასეთი ცნობადობა და პროცენტები მაქვს, პარლამენტში აუცილებლად მოვხვდები.

- რა ვიცი, ამას წინათ გამოგვიცხადეთ, საერთოდ წავალ პოლიტიკიდანო.
- ეს გაბრაზებულმა ვთქვი, წავალ, დევისვენებ-თქვა, მარა იმნაირი ფუთურიანი ვარ, რაღაცას რომ ვერ ევიტან, ისევე გამოვხტები ხოლმე და დარჩენა ვამჯობინე. ცხოვრება გვანახებს, რა იქნება. ბოლომდე, გარდაცვალებამდე ვიქნები, ალბათ, პოლიტიკაში.

- "ოცნების" 7 წელს როგორ მოიხსენიებთ?
- ზვიადით დაწყებული, ყველა ხელისუფლება რაღაც საქმით დარჩა ისტორიაში. ზვიადს რა უნდა გაეკეთებიანა იმაზე მეტი და კარგი, საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა. ამ დიდი მიღწევით დარჩა ისტორიაში. მერე მოვიდა ედიკა და მანაც დატოვა და შექმნა რაღაცები: ბაქო-ჯეიჰანის გაზსადენი, რუსეთის ჯარის გაყვანა... რაღაც კუთხით ისიც შევიდა ისტორიაში. მიშამაც მალე დააყენა ფეხზე სხვადასხვა სტრუქტურა, იუსტიციის სახლები, გამართა ქალაქები, რაღაცები რაღაცას დაამსგავსა. ესენი ჯერჯერობით უარყოფითი სახელით შევლენ ისტორიაში. გვამადლიან, მიშა გადავაგდეთ და მოგაშორეთო. პროპორციული არჩევნები თუ ბოლომდე მივა და თუ თვითმმართველობის რეფორმას გაატარებს, "ოცნება" ამით შევა ისტორიაში. იტყვიან, იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც რამდენიმე რეფორმა გაატარა და ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყოო. ესენი ამას თუ არ გააკეთებენ, მათზე ერთ კარგ სიტყვასაც არ იტყვიან.

- ფაქტია, იუმორი თქვენი იარაღია. ბევრ რამეში დაგხმარებიათ?
- იუმორი ბევრ რამეში მეხმარება. იუმორით თუ შეხედავ ცხოვრებას, ყველაფერი გაგიადვილდება. ჩემი კულტურული გინება, "შე შობელძაღლო", ადრესატებს არ აღიზიანებს და იმედია, ახლა კანონში ცვლილებას რომ აპირებენ, ამას არ შეიტანენ და არ დამსჯიან. თუმცა არც ეგაა პრობლემა.

- კიდევ რა ვერ "გააკეთენ", ბატონო გოგი?
- გზა ვერ დააგენ, ტუალეტი ვერ ააშენენ, ლარიც ვერ გააჩერენ ამ შობელძაღლებმა! გეიხედავ, რა გვეშველებაო, გამეიხედავ, ვაი, რა გვეშველებაო, გეიძახიან. ყველამ ერთად უნდა ვუშველოთ ამ ქვეყანას, ჩვენს თავს და ოჯახებს. ზალაში ან სპალნაში რომ წამოწვე და იწუწუნო, რა გვეშველებაო, არაფერი გამოვა. ეს ქვეყანა ჩვენი გადასარჩენია, თუ რამე არ მოგწონს, პროტესტი უნდა გამოთქვა, რა გვეშველება და ვაი, დედა, არაა საშველი.

ლალი
05 სექტემბერი 2019 17:33
შენ ვერ გაგაჩუმენ კიდევ, „ხუმარა"!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა