"ადეიშვილის წყალობით, მერა­ბიშვილის გარდა, არც ერთი დამნაშავე ციხეში არ ზის"
"ადეიშვილის წყალობით, მერა­ბიშვილის გარდა, არც ერთი დამნაშავე ციხეში არ ზის"
ფოტო:ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი
"თუ კეზერაშვილი იყო ხაზინადარი, მასაც დიდი წილი უნდა დარჩენოდა. მერე მან ხელში ჩაიგდო სხვისი ბიზნესებიც. ამასთან, ახალი არ არის, რომ ომში ვიღაცებმა ხელი კარგად მოითბეს..."

2016 წელს ისრაელში სამხედრო კონტრაქტებთან დაკავშირებით გახმაურებულ კორუფციულ საქმეს იძიებდნენ, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიგურირებდა. მაშინ გამოცემა "ჰაარეცი" წერდა, როგორ დაჰკითხეს ყოფილი გენერალი­ გალ ჰირში, რომელსაც სხვა ბრალდებებთან ერთად, დავით კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემა ედებოდა ბრალად, მაგრამ მოქრთამვის ფაქტი არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებაში "ქართული
ოცნების" მოსვლის შემდგომ კეზერაშვილზე რამდენიმე საქმე აღიძრა, თუმცა არც ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანიათ.
2017 წლის აგვისტოში კეზერაშვილს სასამართლომ მოუხსნა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდება, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა კი მიესაჯა თავ
დაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას... მეორე საქმე ეხებოდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავების ბიზნესს, რომლის მესაკუთრეები მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები იყვნენ. პროკურატურის ცნობით, კეზერაშვილმა მათი ბიზნესი მიითვისა და მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ბრალი 2015 წლის 2 ივლისს წარუდგინეს. თუმცა 2018 წლის 12 იანვარს სასამართლომ კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო. წარსულში ის სასამართლომ კიდევ 2 საქმეში ცნო უდანაშაულოდ - ერთ-ერთი რიყის ტერიტორიისა და "იმედის" გასხვისებას შეეხება, რომელშიც კეზერაშვილი თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან ერთად იყო ბრალდებული. 2017 წლის 6 იანვარს ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი გაუნახევრა, კეზერაშვილი კი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ კეზერაშვილი ასევე უდანაშაულოდ ცნო სპირტის კონტრაბანდის საქმეში, რომელშიც თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად მისი სიძეც იყო ბრალდებული. მათ ბრალი 2013 წელს წარედგინათ. პროკურატურა მათ 13 მილიონი ლარის ქრთამის აღებასა და 40 მლნ ლარით ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდა. 2014 წლის 27 მაისს კეზერაშვილის სიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ყოფილი მინისტრი კი გაამართლა.
ამჟამად კეზერაშვილს ბრალი აქვს წაყენებული (სააკაშვილსა და ადეიშვილთან ერთად)­ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე, რაც სამსახურებრ­ივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით კეზერაშვილი

ქართულმა მხარემ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება ორჯერ­ მოითხოვა. პირველად საფრანგეთს მიმართეს,­ მეორედ - დიდ ბრიტანეთს. ორივე­ ქვეყნის სასამართლოებმა უარი განაცხადეს, მოტივად პოლიტიკური სარჩული დასახელდა.

ლია მუხაშავრია, იურისტი: - გამიხა­რდება, თუ კეზერაშვილი ციხეში აღმოჩნდ­ე­ბა. რაზეც მას უცხოეთში ედავებიან, ხანდ­აუზმელი დანაშაულია და შეიძლება გამო­ძიება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული­, ჰააგის ტრიბუნალმაც წაუყენოს ბრალი. ამბ­ობენ, რომ იარაღით ვაჭრობაში იყო ჩაბმული. ეს ვარაუდებია, თუმცა, უცბად უმდიდრესი ადამიანი რომ გახდა, ფაქტია! თუ დაიჭერენ, მისი ფულით ტელევიზიის დაფინანსება შეიძლება მაინც მოხერხდეს. "ნაცმოძრაობის" პერიოდში კეზერაშვილზე ამბობდნენ, ხაზინადა­რიაო. მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში პროკურატურაში მილიონებიანი­ საპროცესო გარიგებები იდებოდა. როცა ეკონომიკის მინისტრ ოქრუაშვილს მოჰკითხეს, ეს თანხები საიდან და სად მიდისო, ბრძანა, ეს კერძო ფონდია და არა ვართ ვალდებული, ინფორმაცია საჯარო გავხადოთო. ანუ თუ ქონების გადანაწილების პირველ ეტაპზე კეზერაშვილი იყო ხაზინადარი, მასაც დიდი წილი უნდა დარჩენოდა. მერე და მერე მან ხელში ჩაიგდო სხვისი ბიზნესებიც. ამასთან, ახალი არ არის, რომ ომში ვიღაცებმა ხელი კარგად მოითბეს.

- როგორ დაუძვრა კეზერაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას?
- მარტო კეზერაშვილი კი არა, ადეიშვილიც, ის სააკაშვილის ხელისუ­ფ­ლ­­ებ­ის"სამართლებრივი ტვინი იყო, დაუძვრა დათა ახალაიაც და ბევრი სხვაც. თავიდანვე ჭკვიანურად მოფიქრებული სქემა­ იყო - ერთი მხრივ, კოაბიტაცია და მეორე­ მხრივ "ოცნების" ბრიყვი­ ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ­ აკეთებდა შეფასებებს მაღ­ალი თანამდებობის პირებზე. ამ ყველაფერმა­ შექ­მნა არგუმენტი­, რომ ისინი­ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყვნენ. ისარგებლეს ხელისუფლების სიბრიყვით და,­­ ალბათ, მათთან ფინანსური­ გარიგებ­ით­ მოახერხეს თავისუფლების შენარჩუნება.

- ადეიშვილის ინტერვიუს თუ უსმინეთ?
- არა. ზურას ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ვიცნობდი და ვერ წარმომედგინა,­ ეს ჩია კაცი ასეთი ურჩხული თუ გახდებოდა. მხოლოდ მას შეეძლო გადაეკეთებინა კანონმდებლობა და კონსტიტუცია ისე, რომ მოერგოთ როგორც საკუთარ ტანზე შეკერილი ჩოხა-ახალუხი. ვფიქრობ, ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მცდელობა, ასეთი­ გამხდარიყო ივანიშვილის კარზე. მას ხომ მისცა­ პიონერული სიტყვა, გადავწერ კონსტიტუციას და სისტემას შევცვლიო. ახლა ჩანს, რომ ეს საპარლამენტო რესპუბლიკა მთლად­ კარგად ვერ გამოვიდა, პრემიერ-მინისტრები ვცვალეთ და სხვა არაფერი... არა მგონია, კობახიძე მთლად 20 ივნისის საქმეს გადაჰყოლოდა, ეს მხოლოდ მისი გაშვების საბაბი იყო... ადეიშვილის წყალობითაა, რომ მერა­ბიშვილის გარდა, არც ერთი დამნაშავე ციხეში არ ზის, რომ უმრავლესობამ წაღლეტილი ბიზნესების უდიდესი ნაწილი შეინარჩუნა. ციხიდან გამოსული მერაბიშვილი მეტად კომფორტულად იქნება საკუთარ თავთან, ვიდრე სხვები, ვინაიდან ზღო და პასუხისმგებლობა საკუთარ მხრებზე გადაიტანა. არ გამოვრიცხავ, მას კიდევ ჰქონდეს პოლიტიკური კარიერის­ იმედი, ვიდრე მათ, ვისაც პასუხი არ უგიათ და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი აქვთ.
ვ100კო
27 აგვისტო 2019 15:52
ბატონ გივის გამოვეხმაურები: მართალია, სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებისთვის უმთავრესია, მაგრამ ეს უნდა დაიწყოს დღევანდელი დღიდან, და არა იმ წლიდან, როცა თქვენ მოგეწონებათ... ჯერ გუშინდელი უსამართლობა გამოასწორონ ამ მართლა ბრიყვებმა, და მერე გაყვნენ ქვევით წლებს, ხალხიც დაიჯერებს... კარგად მახსოვს გუნავა 3-ტონა ბენზინის გადახარჯვისთვის დაიჭირეს და მიშამ შეიწყალა (ჯერ კიდევ ის იყო), თორე დღესაც ციხეში ეყოლებოდათ და რამდენი 3-ტონა შეჭამეს ამათმა ჩინოვნიკებმა? 10-წლის წინანდელ საქმეებს შეეშვან (ჯერ) და ეხლანდელი სამართლიანობა აღადგინონ, იმის დროც მოვა მერე, რა თქმა უნდა... თუნდაც ზუგდიდის მერი 10-წლის მერე რატომ უნდა დაიჭიროს სხვა მთავრობამ? კაცს დაუმტკიცეს კორუფცია და სახლში გაუშვეს... მე მგონი ხვდებით რისი თქმა მინდა... ქ-ნი ლიასაც ასეთი პოზიცია თუ ექნება, მეტად ენდობა ხალხი, დამიჯერეთ....
givi
26 აგვისტო 2019 14:39
ჭეშმარიტი შეფასებისთვის გიხდით მადლობას, რაც ასე იშვიათია ქვეყანაში. ალბათ დამეთანხმებით, რომ სამართლიანობის აღდგენის გარეშე ძნელია შეიქმნას ნორმალური ქვეყანა. საძირკველი შენობისთვის მთავარია. გთხოვთ ურჩიოთ ხელისუფალთ მომავალი განვითარებისთვის,როგორ უნდა იმოქმედონ და როგორ შეარჩიონ ახალგაზრდა პატიოსანი კადრები, ამასთან როგორ შექმნან სამართლიანი საკანონმდებლო გარემო. მადლობთ რომ ხართ იქ სადაც ქვეყანას ჭირდებით.
f
26 აგვისტო 2019 03:38
კალბატონო ლია( მუხაშავრია) ტქვენ ხარ ყველაზე ობიექტურად მოაზროვნე პიროვნება და ამისტვის გცემტ პატისვს. გმადლობტ რომ სიმარტლეს ამბობტ და ამისტვის საკმარისი განატლებაც გაქვტ(სხვა "ეკპერტებისა" ტუ "კანონმდებლები"-სგან განსხვავებიტ/

რუბრიკის სხვა სიახლეები