მურატ ჯიოევის განცხადებით, საქართველოს 8 მოქალაქე "საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით დააკავეს
18-08-2019
მურატ ჯიოევის განცხადებით, საქართველოს 8 მოქალაქე "საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით დააკავეს
საქართველოს რვა მოქალაქე "მესაზღვრეებმა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასახლებულ პუნქტ აძესარში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო "რეს“-ს ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განუცხადა.

"სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება“, - განაცხადა ჯიოევმა.

სააგენტოს ინფორმაციით, "რესპუბლიკის“ შესაბამისი ორგანოების მიერ მიმდინარეობს კანონის ფარგლებში, დაკავებულთა ვინაობის დადგენა.

ჯიოევისა განცხადებით, დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი თქმით, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაკავებულთა მიმართ შემდგომი ზომების შესახებ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?