"თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა­, დღეს ჩვენს ცნობიერებას იპყრობს"
"თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა­, დღეს  ჩვენს ცნობიერებას იპყრობს"
გასულ კვირას საოკუპაციო ხაზთან ვითარება კიდევ ერთხელ უკიდურესად დაიძაბა - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და რკინის კონსტრუქციების დამონტაჟებით საოკუპაციო საზღვრის გავლება ისე დაიწყეს, რომ ამ უკანონო საზღვარს მიღმა საკარმიდამო ნაკვეთებთან ერთად, რამდენიმე ადგილობრივის სახლიც მოექცა. სამწუხაროდ, ოკუპანტის ასეთი დესტრუქციული მოქმედება, როგორც წესი, გაერთიანების ნაცვლად პრობლემის ერთმანეთზე გადაბრალებისა და ზღვარგადასული კრიტიკის სურვილს გვიჩენს. "ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის დასაძლევად", - განაცხადა ამერიკის
შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, რომელიც უკანონო გამყოფ ხაზთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე "მცოცავ ოკუპაციას" რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰუბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- დღეს ჰიბრიდული ომის ძალიან აქტიური ფაზაა. თუ
ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა­, ახლა სხვა ტაქტიკითაც მოქმედებს - ახლა ჩვენს ცნობიერებას იპყრობს. ამის მიზანია საქართველოს მოსახლეობა ფსიქოლოგიურად დანებდეს და ვიქცეთ კაპიტულანტ ერად, რომლის სამხედრო-პოლიტიკური დაპყრობა, ალბათ, აღარც დასჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდა, კრემლისთვის ეს უმარტივესი - ერთი დღის ამოცანა იქნება...

- ანუ მცოცავი ოკუპაციაც ჰიბრიდული ომის ნაწილია?
- ჩვენ ბევრი მიმართულებიდან გვიტევენ. მაგალითად, ცდილობენ ყველანაირად არარაობად გვაგრძნობინონ თავი. ამის ნათელი მაგალითია გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესი - ერთია, როდესაც მავთულხლართებს ოკუპანტი ავლებს დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მეორე, როდესაც სახლებში უვარდება მოსახლეობას და აიძულებს მათ კარ-მიდამო მიატოვონ. ეს ხდება ჩვენ თვალწინ, ამას მთელი ერი უყურებს და უსუსურობისგან ლამის ხელები დავიჭამოთ.
ამ ყველაფერზე ჩვენი ხელისუფლების პასუხი, ფაქტობრივად, არ ჩანს. ეს კი საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ არა მარტო უსუსურობის განცდა გაგვიჩნდეს, არამედ სწორედ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი.

ეს არის უმძიმესი რამ - ქვეყნის, ფაქტობრივად, სრული ოკუპაციისთვის შემზადება. ძალიან მაინტერესებს "ქართული ოცნების" პოლიტიკა ამ ვითარებაში რაში მდგომარეობს. არ დაგავიწყდეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე მიდის, მაგრამ ეს რუსეთთან უშედეგოა.

ჰიბრიდული ომის ფორმატშივე ეწერება საქართველოს საზოგადოების გახლეჩა, ერთმანეთზე წაკიდება, ღირებულებების მიზანმიმართული დეგრადაცია, ისეთი თემების შემოგდება, რომლებიც კონფრონტაციას შეიტანს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში - ეს ყველაფერი კლასიკური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიის აქტებია. ამ ურთიერთაგრესიის გაღრმავების მიზანია საზოგადოების დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია.
ამას ძალიან კარგად ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები და განსაკუთრებით მისი საელჩო, რომელიც ყოველდღიურად აანალიზებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთიანობისკენ.

ეს ძალიან დიდი საფრთხეა, რადგან კლავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე ერის ორიენტაციის მზაობას და ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიმართოს ქვეყნის შენებისკენ, რეალურად მიმართულია დაქუცმაცებისა და ერთმანეთის ჩაქოლვისკენ.


- ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ჩნდება ეჭვი, ხელისუფლება მიზანმიმართულად ხომ არ ცდილობს იმგვარი ვითარების შექმნას, რაც ნებით გვათქმევინებს დასავლურ კურსზე უარს?
- ვთქვი და გავიმეორებ - რაც დღეს ხდება, არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კაპიტულაცია და ამის შესაკავებლად ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. ჰიბრიდული ომი, სულ მცირე, 7 წელია მიმდინარეობს, კონტრაქციები კი არ ჩანს. სრულად ამის აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება გამკლავების ახალი მეთოდების შემუშავება. ბოლოს და ბოლოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გამოყენება­ და თავდაცვის ანალოგიური ხერხების შემუშავება შეგვიძლია. ერთადერთი შეკითხვა მაქვს ხელისუფლებასთან, რა მიიღო მან ამ გაუთავებელი დათმობებით?

გლახუნას
19 აგვისტო 2019 20:48
იქნებ, გაიხსენოთ, როდის და ვის დროს მოხდა ჯერ ოკუპაცია, შემდეგ _ აღიარება? მერე, ისიც, ვინ და რამ შეუწყო ამას ხელი? ვინ უწოდა კოდორს და სამაჩაბლოს 150 ქვა_ ღორღიანი სოფელი... ვინ შეუცვალა სახელები ამ რეგიონებს...
ჰოპლა
19 აგვისტო 2019 19:27
გვეშველება რამეეეეეე?ჰა,ბატონო კახი?
გლახუნა
19 აგვისტო 2019 16:02
და ეს თავისი ფრთხალი -ქვეშემრდომი- მ ძ ე ვ ა ლ ი ივან- ა- შვილებით, ანუ თავისი მსტოვრებითი, ვაჭრებით, ქურდებით და ,,ყვარყვარეებით,, და ასე ეს რ ო დ ე მ დ ე ?! - ანუ უ ნ დ ა მოვიშოროთ ეს კრემლის - გუბერნატურა და რა არის მისთვის საჭირო - გაერთიანება - ხომ ფაქტი არის -რეალურად რ ა ძალები ებრძოდნენ ჯერ ზვიადის პატრიოტობას, მერე - ნაც-ების რეფორმატორ - პატრიოტებს და მისთვის რომ იყენებდნენ ,,სასარგებლო იდიოტებს,, ?! ... ა ღ ი ა რ ე თ რომ კრემლის სპეც-სტრუქტურებმა გ ა მ ო გ ი ყ ე ნ ა თ და 2012 წლიდან ეტრაპობრივად და მიზანმიმართულად , უკიდურესი დემაგოგია, ცბიერება, ცინიზმით - დღეს -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს გვინგრევენ და 1921 წელს იმეორებენ, ანუ სრული უპერსპექტივობისათვის, ანუ ისევ დახშობა, ჩაქოლვა, განადგურება ერის თავის-უ ფ ლ ე ბ ი ს მისწრაფების, მით თვითგამორკვევა- თვითგანვითარების,მისი ნიჭის, შემოქმედების, ინტელექტის ძალის ...ანუ ისევ რუსულ მონღოლურ -აზიურ ჯოჯოხეთში ?! ანუ ადამიანთა შიშებზე, სიძულვილსა და ძალადობა- უსამართლობაზე დაფუძნებულ მუდამ ავადმყოდ ,,რუსულ სამყაროში,, ?! - აქედან თავის
დახსნის ერთადერთი გზა დარჩა - გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ა, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის - საზოგადოების- პატრიოტობის გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ა და - ამ კრემლის გუბერნატურის მ ო შ ო რ ე ბ ა დაწყებული მასობრივი მანიფესტაციებით, დამთავრებული დაუმორჩილებლობის გამოცხადების, ს რ უ ლ ი იგნორით უზურპატორი- კორაბორაციონისტი , მტრის ინტერესებების განმახორციელებელი - ხელისუფლება- გუბერნატურის მიმართ, მერე კოალიციური ხელისუფლების შექმნა - პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს მაღალი ხარისხის დამკვიდრება - განმტკიცებით,ანუ კანონის უზენაესობის გ ა ნ მ ტ კ ი ც ე ბ ი ს ა თ ვ ი ს, რასაც მოყვება მ ხ ო ლ ო დ აღმშენებვლობა!- რთული გასაგებია ?! - პ.ს. - ,,კვირის პალიტრავ,, -რ ა ტ ო მ ბლოკავ ?! თუ მოგწონთ, რომ -სახელმწიფო - რუსულ გუბერნიად იქცა და არანაირი პერსპექტივაც კი ა ღ ა რ გაგვაჩნია, 150 000 ბავშვი იფიციალურად შიმშილობს, 700 000 -ზე მეტი იძულებული შეიქმნა დ ა ე ტ ო ვ ე ბ ი ნ ა საქართველო- უსამართლობა-სიღატაკისაგან, ეკონომიკა- მტერ რუსულ ეკონომიკა - ,,ტურუზმზე,,(?!) ჩამოკიდეს და უყკიდურესად გააღატაკეს ერი და სახელმწიფო და დღეს ის ურუსებიც დაგვციანიან - ჩვენ ტურიზმით გიდგათ სულიო(?!) და ეს მილირდერ- მილიონერებით სავსე ,,ხელისუფლების,, პირობებში , ეკონომიკის განვითარების პოლიტიკაც კი აღარ არსებობს, რადგან პროგრესულ და წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ დასავლეთთან ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ თავისთავად დაკარგეს ყოველგვარო ნდობა ... რ ო დ ე მ დ ე არსებული უპერსპექტივობა, სიბრიყვე და არა-ადეკვატურობა ?! -რ ო დ ე მ დ ე - ის ,,საშინელი 9 წელი,,- ... რაც მხოლოდ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო კრემლის მსტოვარი პროპაგანდის- ,,ჟურნალისტების,, მიერ წარმოებული , როცა თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუციები და სტრუქტურები ყალიბდებოდა, ეკონომიკა-4-ჯერ გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი -11- ჯერ...ბოლო-ბოლო ს ე რ ი ო ზ უ ლ ი წარმატებისათვის ევროკავშირმა ასოცირება და უვიზო მიმოსვლაზე დაიწყო მუშაობა, რადც ა რ ც ე რ თ ი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ ა რ დაიწყო (გარდა ბალტიის სახელმწიფოების) -და რ ა ტ ო მ არ გინდათ ა ღ ი ა რ ო თ ეს ყოველივე ?! ბოლო-ბოლო რ ა გჭირთ ასეთი ?! ესეც რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია და ვაი, რომ ვერ , თუ არ ხვდებით (?!)

რუბრიკის სხვა სიახლეები