გორის მერი აცხადებს, რომ მიუხედავად შვებულებაში ყოფნისა, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობდა
გორის მერი აცხადებს, რომ მიუხედავად შვებულებაში ყოფნისა, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობდა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ჩავიდა. თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ იოსებ დვალიშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც დაკავებულის ახლობლებს შეხვდა.

თავზარაშვილი მის შვებულებაში ყოფნის გამო ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა მისი წარმომადგენელი და შექმნილ მდგომარეობაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობდა.

"ვიმყოფებოდი შვებულებაში, აქ იმყოფებოდა ჩემი მოადგილე, ასევე მერის წარმომადგენელი და შექმნილ მდგომარეობასთან
დაკავშირებით ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ვფლობდი დეტალურ ინფორმაციას. ახლა შევუდექი მუშაობას, შევხვდი დაკავებული დვალიშვილის ოჯახს და ასევე, დღესევე ვაპირებ, რომ მოვინახულო სხვა დაკავებულების ნათესავები“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა