"არც მე და არც გედი ამ ჭორებს არ ვადასტურებთ" - რას ამბობს ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციაზე
"არც მე და არც გედი ამ ჭორებს არ ვადასტურებთ" - რას ამბობს ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციაზე
დეპუტატი ეკა ბესელია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გედევან ფოფხაძემ მისი პარტია დატოვა. როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პარტიის "სამართლიანობისთვის" დატოვებას არც გედევან ფოფხაძე ადასტურებს.

"არც მე და არც გედი ამ ჭორებს არ ვადასტურებთ",- აღნიშნა ბესელიამ.

როგორც ჯერ კიდევ ივლისში "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, გედევან ფოფხაძე ახლად შექმნილი პარტიიდან წავიდა.

ივნისის თვეში თავად ფოფხაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, რომ მას პარტიული აქტიურობისათვის არ სცალია. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ის პარტიული საქმიანობით დაკავებული არ არის,
რადგან სხვა გეგმები აქვს. თუმცა ფოფხაძემ, ასევე, დასძინა, რომ ეს პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ პარტია "სამართლიანობისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს.

"ინტერპრესნიუსი"

19 აგვისტო 2019 14:51
გვენატრება პარლამენტში ისეთი ადამიანი ქვეყანაზე რო ფიქრობდეს . ვის აინტერესებს თქვენი ფარუკ=ლი ჩანაწერები არავის ქვეყანა გვინდა წინ წავიდეს თქვენ რო მილიონერები ხართ ჩვენ ხალხს ელემენტარული გვქონდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა