"არც მე და არც გედი ამ ჭორებს არ ვადასტურებთ" - რას ამბობს ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

"არც მე და არც გედი ამ ჭორებს არ ვადასტურებთ" - რას ამბობს ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციაზე

დეპუტატი ეკა ბესელია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გედევან ფოფხაძემ მისი პარტია დატოვა. როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პარტიის "სამართლიანობისთვის" დატოვებას არც გედევან ფოფხაძე ადასტურებს.

"არც მე და არც გედი ამ ჭორებს არ ვადასტურებთ",- აღნიშნა ბესელიამ.

როგორც ჯერ კიდევ ივლისში "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, გედევან ფოფხაძე ახლად შექმნილი პარტიიდან წავიდა.

ივნისის თვეში თავად ფოფხაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, რომ მას პარტიული აქტიურობისათვის არ სცალია. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ის პარტიული საქმიანობით დაკავებული არ არის, რადგან სხვა გეგმები აქვს. თუმცა ფოფხაძემ, ასევე, დასძინა, რომ ეს პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ პარტია "სამართლიანობისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს.

"ინტერპრესნიუსი"