"ვცადე დავლაპარაკებოდი რუს ფორმიანებს, დავუსვი კითხვები და მოვთხოვე, რომ შეეწყვიტათ უკანონო პროცესი, თუმცა მათ პასუხი არ გამცეს" - კვირის პალიტრა

"ვცადე დავლაპარაკებოდი რუს ფორმიანებს, დავუსვი კითხვები და მოვთხოვე, რომ შეეწყვიტათ უკანონო პროცესი, თუმცა მათ პასუხი არ გამცეს"

სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟს.

მათთან გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივიდა და გასაუბრება სცადა.

თავზარაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მის კითხვას არ უპასუხეს.

"უმძიმესია ეს ყველაფერი, რასაც აქ ვუყურებთ. კვლავ გრძელდება ეს ყოვლად უკანონო პროცესი. მე ვცადე დავლაპარაკებოდი ამ რუს ფორმიანებს, დავუსვი რამდენიმე კითხვა და მოვთხოვე, რომ შეეწყვიტათ ეს პროცესი. თუმცა, მათ პასუხი არ გამცეს. შემდგომ ერთ-ერთმა მათგანმა მხოლოდ ის თქვა, რომ ბრძანებას ასრულებენ", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

"ინტერპრესნიუსი"