"24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე" - კვირის პალიტრა

"24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე"

ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება, გავლენა ჰქონდეს ამ პროცესებზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან და დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბრიფინგზე განაცხადა.

კონსტანტინიდმა საოკუაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს 8 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"იცით, რომ საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ასე ვთქვათ, ისინი აპირებენ ე.წ. სასამართლო პროცესის ჩატარებას აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მექანიზმი აქტიურად გვაქვს ამოქმედებული და ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ პროცესებზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან და დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. უახლოეს შეხვედრებზე გვექნება საუბარი ამ ყველა მოვლენაზე, მათ შორის ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, როგორც ინციდენტების მექანიზმის რეჟიმში, ასევე ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე აქტიურად, კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად დაისმება ეს საკითხი", - განუცხადა კონსტანტინიდმა მედიის წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"