"ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს... მას ხელში გავარვარებული ნაკვერჩხალი შერჩა, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია"
20-08-2019
"ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს... მას ხელში გავარვარებული ნაკვერჩხალი შერჩა, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია"
ქიბარ ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს, ცოტა დრო მოიგოს და ამ დროში იქნებ რაღაც გამოსავალი იპოვოს. მან იბრძოლა ისეთი აქტივისთვის, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა ხელსაც ვერ უშვებს,- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც ხალვაში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ვერ გაიყიდა, ის იბრძოლებს არხის გადარჩენისთვის.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ქიბარ ხალვაში გამოუვალ სიტუაციაშია, რადგან მას ტელევიზია არაფერში სჭირდება.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ ბიზნესმენს
სხვა მოლოდინი ჰქონდა, მაშინ როცა ტელევიზიის დაბრუნებისთვის იბრძოდა, თუმცა სავარაუდოდ, მას იმედი გაუცრუვდა.

"ვფიქრობ, ქიბარ ხალვაში თვითონ არის იმედგაცრუებული. ის არ არის ტელესპეციალისტი და მთელი ეს ეპოპეა ერთადერთ მიზანს ისახავდა, რომ ხელისუფლებისთვის რაღაც სასარგებლო გაეკეთებინა და სანაცვლოდ რაღაც მიეღო. როგორც ჩანს, რაღაც აირია და ასეც
იყო მოსალოდნელი, შესაბამისად, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ხალვაში. მისი დაძაბული ოპტიმიზმი, რომელიც მის განცხადებაში ჩანს, აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს, რადგან მას ხელში შერჩა ფაქტობრივად, გავარვარებული ნაკვერჩხალი, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია. რეალურად, მას ძალიან მცირე შანსი აქვს იყოს წარმატებული ამ მხრივ, რადგან ტელევიზია 21-ე საუკუნეში არ არის ბიზნესი, მისი ძირითადი აქტივი არ არის კედლები და ამორტიზებული ტექნიკა, ეს აქტივი არის ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც ფულით არ ფასდება. ან ხალვაში ტოვებს იგივე სარედაქციო პოლიტიკას რაც დღეს "რუსთავი 2"-ში არის და ამით იწვევს ხელისუფლების სერიოზულ გაღიზიანებას, ან ცვლის სარედაქციო პოლიტიკას და კარგავს ამ ტელევიზიის მთავარ აქტივს, რის შემდეგაც ამ ტელევიზიის ღირებულება, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდება. ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს, ცოტა დრო მოიგოს და ამ დროში იქნებ რაღაც გამოსავალი იპოვოს. მისი მცდელობები არის ექსტრემალური, ისტერიული და გამოუვალ მდგომარეობაშია. ხელისუფლების ინტერესი ამ ტელევიზიის პარალიზება იყო, მას მეტი ინტერესი არ ჰქონდა, რადგან პროპაგანდისტული მანქანა საკმაოდ მსუყედ აქვს წარმოდგენილი, კარგად ესმის, რომ "რუსთავი 2"-ის ახალი კადრებით დაკომპლექტებას აზრი არ აქვს. ხალვაშმა იბრძოლა ისეთი აქტივისთვის, რომელიც ხელს წვავს, მაგრამ ხელსაც ვერ უშვებს",- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, 19 აგვისტოს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განისაზღვრა იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს "რუსთავი 2"-ის შეძენის სურვილი გამოეთქვათ.

"ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას,- განაცხადა ხალვაშმა მას შემდეგ, რაც ტელევიზიისთვის გაყიდვისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
20 აგვისტო 2019 14:25
გააქციონერეთ და მაყურებელი ყავსო რომ ტრაბახობენ,ნაცები და მხარდამჭერები-ბიზნესისა დ დემოკრატიის ამყვავებლები,ეკონომიკისა და ბიუჯეტის გამაათმაგებლები,ისინი იყიდიან აქციებს ,ეგეც ინვესტიცია ,რეკლამაც მაგათგანვე მოვა ,შემოსავალი,მოგება გაუუხვდებათ და დივიდენდები დაუბრუნდებათ ,პოლიტიკურიც -არჩევნებში გამარჯვება ,ჰა ,მიდით აბა,წაიყვათ ქვეყანა წინ ?!
თამარ აბაშიძე
20 აგვისტო 2019 14:22
:))))))

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?