"ოფი­ცე­რი, რო­მე­ლიც მსა­ხუ­რობ­და "კგბ"-ში, რო­დე­საც..." - ვინ არის დიმიტრი ლეჟავა, რომელიც სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა - კვირის პალიტრა

"ოფი­ცე­რი, რო­მე­ლიც მსა­ხუ­რობ­და "კგბ"-ში, რო­დე­საც..." - ვინ არის დიმიტრი ლეჟავა, რომელიც სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ ახალი კადრი დაინიშნა, რომლის შესახებაც ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ახალი მრჩეველი დიმიტრი ლეჟავაა, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს სამხედრო საკითხებში გაუწევს კონსულტაციას.

ლეჟავა რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - იუნკერთა კურსების გამოშვებაზე, სადაც 93-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ღონისძიებაზე შეკრებილებს ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაუკითხა.

სწორედ ამ ღონისძიების ფოტო და ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გაირკვა, რომ ზურაბიშვილს სამხედრო საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს, რომლის სახელმა და გვარმა ოპოზიციისა და ექსპერტების აღშფოთება გამოიწვია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ლეჟავას "კგბ"-ს ოფიცერი უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად აგრძელებს ქართული უსაფრთხოების განადგურებას და "ეს შვიდის წლის წინ დაიწყო".

"როდესაც დააკავეს ჩვენი მებრძოლი ოფიცრები, ის ხალხი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფედერაციის ჯარებს, როდესაც ისინი შემოდიოდნენ საქართველოში, ამის მერე ყველაზე დაცულ ობიექტებზე შეიყვანეს რუსი ჯაშუშები. ობიექტებზე,რომლებზეც ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ობიექტებზე, სადაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრი შევდიოდი უზარმაზარი პროცედურების გავლის შემდეგ. ამის შემდეგ გადასცეს რუსეთს ჩვენი სამხედროების ბაზები, რომლის მიხედვით, ზოგი ჩვენი სამხედრო ოფიცერი დაკავებულია, ზოგი სამწუხაროდ რუსი "ქილერის" მიერ მოკლული.

შემდეგ დაგვინიშნეს პრეზიდენტი, რომელმაც დაადანაშაულა ჩვენი სამხედროები ცხინვალის დაბომბვაში და რომლის განცხადების საფუძველზეც, რუსეთი ჩვენი გენერლების გასამართლებას ითხოვს. ესეც არ იყო საკმარისი და უშიშროების სამინისტროში ყოფილი "კგბ"-ს გენერალი დანიშნეს, ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფილი "კგბ"-ს ოფიცერი დანიშნეს. ოფიცერი, რომელიც მსახურობდა "კგბ"-ში, როდესაც რუსთაველზე 9 აპრილს დაიღვარა სისხლი.

ყოფილი "კგბ"-ს ოფიცერი არ არსებობს. ნურავის ჰგონია, რომ ბევრი დრო გავიდა და რამე შეიცვალა. მინდა, ვინც არ იცის შევახსენო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაიტანა საქართველოდან არქივი, "კგბ"-ს ოფიცრების დოსიეები და პირადი საქმეები. ეს ყველაფერი ახლა არის მოსკოვში. არ უნდა იყო დიდი ექსპერტი, რომ მიხვდე, თუ რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს ამ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად", - აცხადებს შაშკინი. გაგრძელება