"პრეზიდენტი შვილებთან ერთად, ქალაქგარეთ იყო გასული.... დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას" - რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში? - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი შვილებთან ერთად, ქალაქგარეთ იყო გასული.... დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას" - რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში?

"სალომე ზურაბიშვილი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას," - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ქალაქგარეთ შვილებთან ერთად იყო გასული.

"პრეზიდენტი, თავის შვილებთან ერთად, ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია," - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფოტო გავრცელდა, რომელიც ლოპოტას ტბაზეა გადაღებული. აღნიშნულის გამო პრეზიდენტი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილს გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესი ამ დრომდე არ შეუფასებია.

"ინტერპრესნიუსი"