"თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა"
21-08-2019
"თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა"
თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IPWR- ს განუცხადა.

მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს.

"ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას.

პორტი მნიშვნელოვანია
როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მაგალითად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალების, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი.

ასე რომ, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან.
პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით," - განაცხადა ბრაიზამ.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
22 აგვისტო 2019 15:13
აჭარბებენ ანაკლიის სამხედრო სტრატეგიულ მნიშვნელობას,უდაბნოს ქარიშხალისას ვნახე,უკვე მაშინ ყავდა ამერიკას უზარმაზარი გემები ,პორტი არა სჭირდება ,ისე შედის ხმელეთზე ,ახლა ისეთებიც ყავთ ,არც ზღვა სჭირდება !
ბიზნესურად კი ფოთსა და ბათუმს აქვთ "დაუტვირთავი" რესურსი ,ასევე დაუტვირთავი იქნება ანაკლიაც ,სანამ არ იქნება აქ სამართლებრივი ჰაბი,გინდა სამი ანაკლია ააშენო და გინდა ოცდაათი,ყველა ცარიელი იქნება,არასოდეს იქნება ფინანსიური სავაჭრო ეკონომიკური და ან სამრეწველო ლოგისტიკური გადამმუშავებელ დამამთავრებელი ბიზნესის ჰაბი !
თუ ვინმეს ჰგონია იქ ოლიმპზე,რომ სამართლის სისტემა იქნება სტალინური და ეკონომიკა იქნება საბაზრო ,ძაან ცდება !
სტალინური სამართლის სისტემა პროლეტარიატის დიქტატურისთვისაა,როცა ყველაფერი სახელმწიფოსია ,ისაა დიქტატორი და ისაა ყოველთვის მართალი !
საბაზრო ეკონომიკაში დიქტატორი ფულია და მისი მკეთებელი გადასახადის გადამხდელი ,ჩვენსავით ბიუჯეტიდან მომპარავი და მექრთამე სახელმწიფო თანამდებობის პირი, და ან მისი დაკრიშული ყოფილი ან მოქმედი პარტიული ფუნქციონერი კი არა ,ფულის თეთრი ბიზნესით მკეთებელია მართალი,სახელმწიფოზეა მტკიცების ტვირთი,აქ კი სწორედ ესაა უკუღმა,"ბიზნეს ჩინოვნიკია" მართალი - ვიჭერთ სტალინური სამართლის სისტემით ,აქლემის ქურდები ნემსისას ,ბიუჯეტის ქურდი მექრთამენი იჭერენ თეთრ ბიზნესმენს ,ანკულაკებენ,ახევენ ბიზნესს,წილებს,ფულებს და ბაზარს -არ იქნება აქ ასე ჰაბი !
ჟორა
22 აგვისტო 2019 12:27
ნუ გვასწავლით ჭკუას,ჩვენ უკეთესად ვიცით რომ ამერიკის გავლენის ქვეშ ყოფნას ჩვენ გვირჩევნია რუსის ტურისტი (ჯიბეგამოხეული),ლექიანი ხვანჭკარა ვორონეჟის გასტრონომში და ჟდიოტ ტენის ღრუზინის სიმღერა კრემლის საკონცერტო დარბაზში.და მთავარი- ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ და არ გვინდა გეიევროპა და უფროგეი ამერიკა.მორჩა,გათავდა.
გლახუნა
22 აგვისტო 2019 12:00
,,კვაზი,, სახელმწიფო-დ კი არა - რუსულ,ანუ მუდამ ღატაკ,უსამართლო,უპერსპექტივო გუბერნიად ... აბა რისთვის მოიყვანა კრემლის სპეც-სტრუქტურებმა ებრაელი ივანაშვილი და მათი ,,ყვარყვარეები,, 2012 წელს ხელისუფლებაში ?!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?