"საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად, მოგიწოდებთ ვიმოქმედოთ ამაზონისთვის" - კვირის პალიტრა

"საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად, მოგიწოდებთ ვიმოქმედოთ ამაზონისთვის"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყეების ხანძარს "ტვიტერზე" გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა:

"საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი პლანეტის გადასაჩენად და მოგიწოდებთ ვიმოქმედოთ ამაზონისთვის", - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში წელს ხანძრების რიცხვმა 85 პროცენტით მოიმატა და მათი უმრავლესობა ამაზონის რეგიონში ფიქსირდება.