ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები, რომელთა რაოდენობა 152-ს შეადგენს, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, მოქმედი ე.წ.პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციური პარტია „ამცხარას“ წარმომადგენელი ალხას კვიცინია, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ ტარბა და ე.წ. თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ოლეგ არშბა.

„არჩეულად“ ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ე.წ.არჩევნებში მისული ამომრჩევლის ხმათა ნახევარზე მეტს მიიღებს. „არჩევნები“ ჩატარებულად ჩაითვლება, თუკი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტი მივა.

დღევანდელ „არჩევნებზე“ „პრეზიდენტითან“ ერთად, „ვიცე პრეზიდენტის არჩევაც“ ხდება.

"ინტერესნიუსი"