ზვიად კორძაძე: "ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ქართული მართლმსაჯულებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება"
ზვიად კორძაძე: "ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ქართული მართლმსაჯულებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება"
ფოტო:ზვიად კორძაძე
"თუ ადგილობრივ ინსტანციებში ვერ ვიპოვეთ სამართალი, აუცილებლად გავიტანთ საერთაშორისო არენაზე"

ზვიად კორძაძე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი:
- პროკურატურის ქმედებებით ჩანს, რომ ამ საქმეს სამართლებრივი დატვი­რთვა აღარ აქვს და მთლიანად პოლიტიკური განწყობებით იმართება. ხაზარაძე­ და ჯაფარიძე ანაკლიის კონსორციუმში აღარ არიან, ფინანსური ანგარიშები დაყადაღებულია და პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეს ედავება. არადა, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ამ საქმეში ხაზარაძის და ჯაფარიძის დანაშაული იკვეთება, მათი მონაწილეობა გამორიცხულია. ხაზარაძისა და ჯაფარიძის შემდეგ, "TV პირველის"
მფლობელსაც მიადგნენ, არადა, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის­ დაზუსტებით საქმეში არსებითად არაფერი­ იცვლება. მუხლი და შინაარსი იგივეა, მხოლოდ ავთო წერეთლის გვარია რამდენიმე ადგილას ჩამატებული. ავთო წერეთელი დამატებულია როგორც ბრალდებული, ვითომდა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ეხმარებოდა. წერეთლისთვის ბრალის წაყენების საჭიროება ამ აბსურდულ სქემაში იმის წარმოსაჩენად დასჭირდათ, თითქოს ბადრიმ და მამუკამ
განიზრახეს, საკუთარ თავს და ბანკს მოტყუებით გამოსტყუონ თანხა და ამაში ავთო წერეთელი დაიხმარეს. ე
ს აბსურდის თეატრია. რაც მოგიყევით, არ არის ფულის გათეთრება, მაგრამ ხანდაზმულობის გამო ფულის გათეთრებას მიაწერეს. ეს ის მუხლია, რომელიც პირდაპირ ყადაღას ითვალისწინებს.

- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ამ საქმის მოგვარებას პროკურატურასთან კულუარულად ცდილობდნენ.
- ახლა უამრავი რამ გავრცელდება, რათა მათ სახელებს ჩირქი მოსცხონ. ვნახოთ, სანამდე ეყოფათ ფანტაზია. წინ გვაქვს სექტემბერი და ხაზარაძის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებას სიმშვიდეს ურღვევს.

- მაგრამ აშკარაა, რომ პროკურატურა შეჩერებას არ აპირებს, როგორია თქვენი გეგმა თუ საქართველოში სამართალი ვერ იპოვეთ?
- თუ ადგილობრივ ინსტანციებში ვერ ვიპოვეთ სამართალი, აუცილებლად გავიტანთ საერთაშორისო არენაზე. ეს საქმე ქართული მართლმსაჯულებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება. ხაზარაძე და ჯაფარიძე ხელწამოსაკრავი პირები არ არიან, მით უფრო, რომ სახეზეა არარსებული ბრალი. მე ვპირდები ქართულ სასამა­რთლოს, რომ ამ საქმეზე დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის ტესტის ჩაბარება მოუწევს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები