"მოსკოვი აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს"
"მოსკოვი აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს"
არჩევნები აფხაზი ხალხის საშინაო საქმეა და მოსკოვი მის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთი დამოკიდებულია რუსეთის მხარდაჭერაზე და აბსოლუტურად შეუძლებელია იმ სიტუაციის წარმოდგენა, როდესაც აფხაზეთში, არჩევნების შედეგად მოვა ადამიანი, რომელიც რუსეთისადმი მტრულად არის განწყობილი“ , - განაცხადა ზატულინმა.

დუმის დეპუტატმა პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აფხაზეთში მიმდინარე არჩევნები დესტაბილიზაციის საბაბად არ
უნდა იქცეს.

მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების განმავლობაში დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. ზატულინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა