საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა

დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ ატარებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს.

პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „ტვიტერზე“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ე.წ. არჩევნებს საქართველო გმობს.

"დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას", – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"