ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება

ოკუპირებულ აფზახეთის რეგიონში გუშინ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხმების 26,6%-ით ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

ე.წ. აფხაზეთის "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" ინფორმაციით, 154 საარჩევნო უბნიდან შედეგები დათვლილია 150 უბანზე და მიღებული მონაცემების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, "კანდიდატმა" ალხას კვიწინიამ - 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ხაჯიმბა და არშბა დაუპირისპირდებიან.

"ინტერპრესნიუსი"