"ამ არჩევნებზე კარგად გამოჩნდა აფხაზური საზოგადოების ნიჰილიზმი, რადგან ულაპარაკო ლიდერი არ არის, კლანები ცდილობენ თავისი ხალხი გაიყვანონ"
"ამ არჩევნებზე კარგად გამოჩნდა აფხაზური საზოგადოების ნიჰილიზმი, რადგან ულაპარაკო ლიდერი არ არის, კლანები ცდილობენ თავისი ხალხი გაიყვანონ"
კარგად გამოჩნდა აფხაზური საზოგადოების ნიჰილიზმი, ზოგადად, ამ არჩევნების მიმართ, რადგან არ არის ულაპარაკო ლიდერი, კლანები ცდილობენ თავისი ხალხი გაიყვანონ, - ასე აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში ვინ გახდება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მნიშვნელოვანი არ არის, რადგან უახლოეს მომავალში რაიმე ცვლილების მოლოდინი არ არსებობს.

"საინტერესო შედეგი დაიდო, რადგან კ
არგად გამოჩნდა აფხაზური საზოგადოების ნიჰილიზმი, ზოგადად, ამ არჩევნების მიმართ და ისიც, რომ კლანური თემა მნიშვნელოვანია. რადგან არ არის ულაპარაკო ლიდერი, კლანები ცდილობენ თავისი ხალხი გაიყვანონ. აფხაზეთი დღეს ფინანსური მართვის რეჟიმშია მოსკოვის მხრიდან. გინდ ხაჯიმბა ყოფილა, გინდა სხვა მნიშვნელობა არ აქვს.

აფხაზეთში ასეთი განწყობაა ქართველების მიმართ - თქვენ ჩვენ გენოციდი მოგვიწყვეთ და ამიტომ, უნდა გვიმკურნალოთ, რუსების მიმართ არის - ჩვენ შეგინარჩუნეთ ნაპირსაწინააღმედგო
კორპუსი სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ უნდა შეგვინახოთ. ეს არის ტრადიციული ხორცმეტული დამოკიდებულება, რომელიც ერის ფსიქოლოგიური ნიშანი გახდა",- განუცხადა არეშიძემ "ინტერპრესნიუსს".

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, "საპრეზიდენტო არჩევნებში" მოქმედი "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა ლიდერობს. მას ამომრჩეველთა ხმების 23,85% აქვს. პარტია "ამცახარას" წარმომადგენელმა ალხას კვიწინიამ კი 21,97% მიიღო. ხაჯიმბას ხმა მისცა 20 544 ადამიანმა, ხოლო კვიწინიას 18 929 ამომრჩეველმა.

არჩევნების" მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა