"საქართველო არ მაინტერესებს" - რას ამბობს რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე? - კვირის პალიტრა

"საქართველო არ მაინტერესებს" - რას ამბობს რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე?

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" საქართველოში დაბრუნების თაობაზე განცხადებას გამოეხმაურა.

"ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის არ აქვთ", - განაცხადა ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მან დასძინა, რომ "აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე - რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც რესპუბლიკა მუშაობს". ყველაფერ დანარჩენს ხაჯიმბამ "უაზრო ლაპარაკი" უწოდა.

ამ ინფორმაციას "სპუტნიკ- აბხაზია" ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართევლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის" აღიარებას გამოეხმაურა.

"მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"