"ვფიქრობ, ოსური მხარე შეეცდება მოაწყოს პროვოკაცია. როგორც ჩანს, გარკვეული დავალება აქვთ"
"ვფიქრობ, ოსური მხარე შეეცდება მოაწყოს პროვოკაცია. როგორც ჩანს, გარკვეული დავალება აქვთ"
ვფიქრობ, ოსური მხარე შეეცდება მოაწყოს პროვოკაცია. როგორც ჩანს, გარკვეული დავალება აქვთ,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ქართულ მხარისთვის წაყენებულ ულტიმატუმს სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმების თაობაზე.

როგორც მამუკა არეშიძემ განაცხადა, სოფელ წნელისთან არსებული ქართული პოსტი „არ არის მათთვის ისეთი განსაკუთრებული მოვლენა და ეტყობა, სხვა რაღაცაზეა გათვლა".

"საქართველოს ხელისუფლების მთავარი ძალა, რასაკვირველია, არის ის, რომ მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს,ოღონდ
ძალიან მშვიდად უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლებაც და ჩვენი საზოგადოებაც. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პროვოკაციის რეალიზების საშუალება არ მივცეთ. ვფიქრობ, ამ ობიექტში(ქართული პოლიციის პოსტში) არ არის საქმე, როგორც ჩანს, საქმე სხვა რამეშია და სხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული პროვოკაციის შანსი, სამწუხაროდ, არსებობს.

რაც
შეეხება იმას, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი - როდესაც ასეთი საქმე მძაფრდება, მე, პირადად ვცდილობ, გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვეძებო მიზეზები. გეოპოლიტიკური ვითარების ერთ-ერთი შემადგენელია ის, რომ რამდენიმე ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა იმის თაობაზე, რომ საქართველოში თვის ბოლომდე შეიქმნება ამერიკული ინფრასტრუქტურა. ბაზა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზება ხდება. მეორე მაგალითი ის არის, რომ ძალიან გააქტიურდა ევროკავშირი და დასავლეთი „თეთრი ნაკადის" ამუშავების თვალსაზრისით. "თეთრი ნაკადი" ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს თურქმენული გაზის ტრანსპორტირებას ევროპაში საქართველოს გავლით. 12 აგვისტოს იყო ზუსტად ამის თაობაზე ეკონომიკური ფორუმი აშხაბადში. ამ პროექტის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა ირანი და ფარულად რუსეთი. ასეთი ტიპის პროექტები, გარკვეული გეოპოლიტიკური ნაბიჯები, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების თუ ჩვენი პარტნიორების გარკვეული მიდგომები ყოველთვის განაპირობებს საპასუხო რეაქციას რუსული მხრიდან. ის ხან პირდაპირ რეაქციაში გამოიხატება, ხან - გარკვეულ შეზღუდვებში, ისეთში, როგორიც მოხდა მაგალითად, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ, ხან კი ისეთ პროვოკაციებში გამოიხატება, რომელიც სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით შეიქმნა",- განაცხადა მამუკა არეშიძემ.


"ინტერპრესნიუსი"
სიმართლე
30 აგვისტო 2019 17:21
მართალი ბრძანდებით ბატონო მამუკა! პროვოკაციის საფრთხე ნამდვილად არსებობს. თუნდაც ეს ამჟამად რუსეთიდან არ მოდიოდეს, ოსებმა იციან, რომ მათ უკან რუსეთი დგას და ყველანაირად შეეცდებიან თვითნებობას ან კიდევ პროვოკაციულად ჩვენს ანკესზე წამოგებას!
...
30 აგვისტო 2019 15:58
გვაინტერესებს რატომ არ გვეხმარება ამერიკა ხო არის პარტნიორი მეგობარი ქვეყანა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები