"ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია - უსაფრთხოების სამსახურების მიერ დაწყებული საქმიანობა ბოლომდე უნდა მივიდეს" - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია - უსაფრთხოების სამსახურების მიერ დაწყებული საქმიანობა ბოლომდე უნდა მივიდეს"

ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი სრულიად მიუღებელია - ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ დაწყებული საქმიანობა ბოლომდე უნდა მივიდეს, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებების გაერთიანებულ სხდომაზე სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებას.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იქ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რამდენადაც იქ ბლოკპოსტის მშენებლობა საჭიროა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ულტიმატუმის ენით საუბარი არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ მისიებთან, რომლებიც პროცესს აკვირდებიან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. სწორედ მათთამ ერთად შევძლებთ ყველა საკითხის დიდი პასუხისმგებლობით მოგვარებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.